lb.ua-ს ცნობით, თემურ მახაურის თანამგზავრი სავარაუდოდ, მოდელი ნატალია კოშელი იყო. აფეთქებული „ტოიოტას“ მგზავრმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. მას კიდურებისა და თვალის ტრავმები აღენიშნება. მედიის ინფორმაციით, უახლოეს საათებში კონსილიუმია დანიშნული, სადაც ექიმები მისი მდგომარეობის შესახებ იმსჯელებენ.
დაშავებულის ვინაობა და ფოტოები უკრაინულმა საინფორმაციო სააგენტო „კანალ 24“-მაც გაავრცელა. მანამდე კი ტელეკომპანია "112"-მა მოდელის მეგობრისგან კომენტარი მოიპოვა, სადაც ის ამბობს,
მისივე თქმით, აფეთქებისას მანქანაში მყოფი ბავშვი 6 წლის ბიჭია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვი უცნობია თუ რა აკავშირებს Dior-ის ყოფილ სახეს, ნატალია კოშელს რუსლან პაპასკირთან, ასევე უცნობია თუ ვისი შვილია აფეთქებისას გადარჩენილი არასრულწლოვანი ბიჭი.
საქართველოს სახელმწიფო ნომრებით მოძრავი ავტომობილი, რომელსაც ჩეჩნური წარმოშობის საქართველოს მოქალაქე თემურ მახაური, იგივე ალი ტიმაევი მართავდა კიევის ცენტრში 8 სექტემბერს აფეთქდა. ის ადგილზევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებს ამ ეტაპზე საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აქვთ აღძრული, თუმცა გამორიცხული არ არის, მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიენიჭოს.