08 სექტემბერი, 2017
საბავშვო ევროვიზია 2017-ზე საქართველოს გრიგოლ ყიფშიძე წარადგენს
საბავშვო ევროვიზია 2017-ზე, რომელიც წელს პირველად თბილისში გაიმართება, საქართველოს გრიგოლ ყიფშიძე წარადგენს. ჟიურიმ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ყველა კონკურსანტს მოუსმინა.

მონაწილეებმა საკუთარი რეპერტუარიდან თითო სიმღერას შეასრულეს. კონკურსანტების ღია მოსმენა პირველი არხის პავილიონში გაიმართა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ მოწვეული წევრები: პროდიუსერი - ზაზა შენგელია, მომღერალი - მაია ბარათაშვილი, მუსიკოსი - დავით ევგენიძე; საზოგადოებრივი მაუწყებლიდან: მუსიკალური რედაქტორი - ელისო შენგელია და ხმის რეჟისორი - გიორგი ასანიშვილი.

შერჩეული კონკურსანტისთვის სპეციალურად ახალი სიმღერა დაიწერება, რომლის კომპოზიტორიც ასევე, კონკურსის მეშვეობით
შეირჩევა.

საბავშვო ევროვიზია 2017-ის დამდგმელი რეჟისორი გორდონ ბონელო იქნება.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS