"დედას ჯანმრთელობის პრობლემის გამო თვითონ არ შეეძლო პენსიის აღება, ჩვენ მისი პენსიის გამოტანა ხან დაგვეზარა, ხან ვერ შევძელით და თანაც ვფიქრობდით, დაუგროვდება და ერთად მივუტანთ, რა პრობლემაათქო. ხო, რა თქმა უნდა, დედას წამლის და სხვა საჭიროებების უზრუნველსაყოფად მისი შვილები მის პენსიას არ
აღსადგენად მთელი კვირაა დარბის ჩემი და. აღადგინა და აპრილში შეჩერებული პენსია როდის აღუდგება იცით? - ოქტომბერში! მარტოხელა პენსიონერები სიკვდილისთვის არიან განწირული. კანონი, რომლის მიხედვითაც მოქმედებს სახელმწიფო, სსრკ დროინდელია. ხვალინდელი დღის, გონიერი კანონების იმედის ილუზია რომ შევინარჩუნო, ტელევიზორს არ ვრთავ, რადგან საიმედოს პარლამენტარების ინტელექტუალური ჰაბიტუსის მიხედვით ვერაფერს ვგრძნობ. რომ მოინდომონ აზროვნება, ვერ შეძლებენ. ამიტომ ვერც ვადანაშაულებ. დამნაშავე ყოველი ჩვენგანია, რომ ხალხს, რომელთანაც ერთად ნახევარ საათს საინტერესოდ და აზრიანად ვერ გაატარებ, ქვეყნის მართვას ვანდობთ", - წერს ნათია ფანჯიკიძე.