15 მაისი, 2013
თეა ადეიშვილი: „ყველა ხელისუფლებას ფოსტალიონი ვგონივართ!..“
შენ მოგეწონა ეპითეტები? ჯერ ეს მითხარი. „რუსთავი-2“-ის ჟურნალისტმა, თეა ადეიშვილმა ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი პრესკონფერენციის პასუხად საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე შემდეგი სტატუსი გამოაქვეყნა - „ერთი კითხვა მაქვს, რომელიმე „ობიექტურმა“ ჟურნალისტმა გააპროტესტა გუშინდელი „ეპითეტები?“

Ratingთეას მხედველობაში ჰქონდა პრემიერ ივანიშვილის პრესკონფერენცია, სადაც ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტ ელისო კილაძის მიერ პროკურორის მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის თანამდებობიდან ჩამოშორების მოთხოვნასთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა. პრემიერმა დასძინა, რომ ჟურნალისტები მხოლოდ ფოსტალიონები და სუფლიორები არ არიან და მათ საზოგადოებას სათანადო ინფორმაცია უნდა მიაწოდონ.

პრემიერის მოსაზრებით, ხანდახან მედია სცოდავს,
როდესაც „ნაციონალური მოძრაობისგან“ მართულნი არიან. ივანიშვილის სურვილია, რომ მედია და საზოგადოება კარგი ანალიზის კეთებას მიეჩვიონ.

Ratingთეა ადეიშვილის ზემოხსენებულ სტატუსს გამოხმაურება მოჰყვა ჟურნალისტური წრეებიდან და თეას ამ თემის დაკონკრეტებამ მოუწია, „ყველა ხელისუფლებას ფოსტალიონი ვგონივართ!..“ - დანანებით ამბობს ჟურნალისტი. მის სტატუსს გამოეხმაურა მისი დიდი ხნის მეგობარი, „მაესტროს“ ჟურნალისტი, დიანა ტრაპაიძე, რომელმაც ჰკითხა - „თეა, ობიექტური ვინ გგონია, ჯერ ის მომიყევი“, რასაც საპასუხო შეკითხვა მოჰყვა: „დიანა, შენ მოგეწონა ეპითეტები? ჯერ ეს მითხარი“. დიანა: „მე გადაცემა მქონდა ამ თემაზე, თეა, შენ ის მითხარი, ობიექტური ვინაა?“. თეა: „მე სხვა რამ ვიკითხე, დიანა და აქ რომ მდომოდა, დავწერდი, უკაცრავად!.. შენ ადამიანთა პერსონიფიცირებას მთხოვ, მე პროტესტს ვკითხულობ და როგორ არის ერთი და იგივე?!..“ დიანა: „კი, თეა, გააპროტესტეს ვიღაცებმა და ინბოქსში მოგწერ!..“
მეგობრების საუბარი ამით დასრულდა, სტატუსს კი კიდევ ერთი ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილიც გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა, რომ საკუთარ გვერდზე პრემიერის შეფასება გააპროტესტა და ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა.

თეა ადეიშვილის კომენტარებში კიდევ ერთი საინტერესო შეფასება ვნახეთ: „გული მწყდება, უფრო მეტიც, ვბრაზდები!.. დემოკრატიულ ქვეყანაში ბევრ სხვა რამესთან ერთად ორი მთავარი ინსტიტუტია ხელშეუხებელი, მედია და სასამართლო, ორივე უზრუნველყოფს ადამიანთა უფლებების უმთავრესი პრინციპის, სიტყვის თავისუფლების გამოხატვასა და დაცვას.“

სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ვაჟა
http://www.ambebi.ge/masmedia/78765-lasha-kharazishvilma-2009-2012-tslebshi-khelfasisa-da-premiis-sakhith-87-770-lari-miigho.html?add=1 აი აესეთი ჯურნალისტები რო კიდე ხმას იღებენ ბოლო ბოლო გეყოთ რა ნამუსი !რუპორები როგორ გვითხრაო რუპორები კი არა დ.ედ.ა. .მოტ.ყ..ნ.ულ.ე.ბ.ი. ხარტ@
17:46 / 28-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ვაჟა
იცი რა არის ადამიანო ერთხელ მაინც შეგრცხვეს ერთხელ შე ქალო შენ რა უნდა გააპროტესტო ან რომელიმე ჟურნალისტმა აღარ იცით როგორღა მიეწეპოთ და როგოღა ასიამოვნოთ მიშას და შენ იღებ ხმას კიდე .სირცხვილი სულ დაკარგე?მოდელირებული ქრონიკა და კიდე რამდენი სიბინძურე გავიდა რუსთავზე და იმედზე და თქვენ უნდა ამოიღოთ ხმა კიდე თქვე უნამუსოებო როგორ ბედავთ რა ნამუსით?მოდიში მოიხადეთ ქართველი ხალხის წინაშე!!!
19:29 / 27-05-2013
გამოხმაურება / 0 /
კოლხი
სირცხვილია სხვა რომ არაფერი... არადა რა ქართული სახე და მშვენიერება მოდის ამ ქალბატონისაგან... რა უქნა სააკაშვილმა ამ ხალხს არქიფო სეთურივით...
06:40 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
კოლხი
ჯერ ობიექტური იყავი ნაციონალების მიმართ და მერე ვილაპარაკოთ შენი როგორც ჟურნალისტის კომპეტენტურობაზე და ობიექტურობაზე. თუ ჯერ კიდევ მათ საკენკზე ხარ!!! ოცნება კიდევ არ დაგიჭერს და არ დაგტოვებს ულუკმაპუროდ, ამიტომ შეიძლება აკრიტიკო არა...
06:34 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS