ის ყველა ინტერვიუში გულახდილობით გამოირჩევა, სწორედ ამ გულახდილობამ, უშუალობამ და მეგრელების პოპულარიზაციამ, მას ხალხის განსაკუთრებული სიყვარული მოუტანა.
ნანუკა გულუა დაოჯახებული არ ყოფილა, მაგრამ თბილისში უკვე აჭორავდნენ იმის შესახებ, რომ ის შეყვარებულია, ამბობენ, რომ მისი რჩეული ირაკლი ჭკადუა არის.
როგორც ჩანს ნანუკა არ აპირებს მეგობარი მამაკაცის დამალვას, რასაც მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ერთობლივი ფოტოებიც მოწმობს.
მათ ხშირად ხედავენ სხვადასხვა გარემოში ერთად.