07 სექტემბერი, 2017
"მშობიარობის დროს, ჩემს სოფოზე ვღელავდი“ - ჩცდ-ს მსახიობი გოგონას მამა გახდა
„ჩემი ცოლის დაქალებში“ თენგოის როლის შემსრულებელი, მსახიობი შოთიკო ნოზაძე მამა გახდა. მას ქალიშვილი შეეძინა. „რეიტინგი“ მსახიობს დაუკავშირდა:

„ჩვენს შვილს ნინა დავარქვით, გოლიათი ბავშვი დაიბადა, 3800 გრამს იწონის და 52სმ-ია. სამწუხაროდ ვერ გავბედე და ჩემი ცოლის მშობიარობას ვერ დავესწარი. ძალიან შემეშინდა. სანამ ბავშვი დაიბადებოდა განსაკუთრებულად ვღელავდი, უფრო ჩემს ცოლზე, სოფოზე, რადგან გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა, მაგრამ როცა ბავშვი ვნახე ეს ნერვიულობა გაქრა და დავწყნარდი. ვცდილობ დავეხმარო ბავშვის აღზრდაში, მაგრამ ისეთი პაწუკაა, ხელშიც ვერ ამყავს ჯერ“.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS