06 სექტემბერი, 2017
"მთელი კაცობრიობა მეზიზღებოდა თვენახევრის განმავლობაში, მაგრამ სანდრომ ამიტანა“
მსახიობი რუსკა მაყაშვილი და მორაგბე სანდრო ნიჟარაძე შვილს ელოდებიან. რუსკა 8 თვის ორსული არის. ორსულობის მიუხედავად ის აქტიურად მუშაობს და არც გართობაზე ამბობს უარს.

რუსკა მაყაშვილი დღეს "ტელეიმედის" შუადღის გადაცემის სტუმარი იყო, სადაც საკუთარ ორსულობაზე პირველად ალაპარაკდა.
„პირველი თვე საერთოდ არ ვიცოდი, რომ ორსულად ვიყავი. ვიფრინე და ჩამოვედი. მერე გავიგე და ექიმმა მთხოვა, ერთი თვე მაინც ვყოფილიყავი მშვიდად ამდენი ფრენის შემდეგ. ერთი თვე იყო მშვიდი, დიდხანს ვერ გავძელი და ისევ გავვ
არდი გადაღებებზე, რეპეტიციებზე, სპექტაკლებზე. ავად არ ვარ, ვარ ფეხმძიმედ, ერთადერთი იყო, რომ ორი თვე გაბოროტებული, ცუდი დედაკაცი ვიყავი, მთელი კაცობრიობა მეზიზღებოდა თვენახევრის განმავლობაში… ყველაზე რთული პერიოდია პირველი ტრიმესტრი, მერე უბრუნდები შენს თავს. ვერ ვხვდებოდი, რა მდგომარეობა იყო… სანდრომ ამიტანა და ისევ მიტანს“-  განაცხადა მსახიობმა „იმედის“ შოუში სტუმრობისას.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS