"ზოოპარკში გულის გამათბობელი სიახლე გვაქვს. თანაც, ორმაგად გამათბობელი ჩვენს ლემურს, ქალბატონ კიჭას ტყუპები გაუჩნდა.
ორი ცანცარა და გაწლიკული ლემურიკო. ფარფალა ყურებით, წვნიკი კისრებითა და დაყვლეპილი თვალებით უცხოპლანეტელებს ჰგვანან. სულ დედას არიან ჩაფრენილები და ასე, ზურგზე ამხედრებულები შეიმეცნებენ სამყაროს.
გუშინ პირველად გამოვუშვით გარე ვოლიერში და ახლა თქვენც შეგიძლიათ მობრძანდეთ და მოინახულოთ.
ერთადერთი ადგილი მსოფლიოში, სადაც ბუნებაში კატისებრი ლემურის ნახვაა შესაძლებელი, კუნძული მადაგასკარია.
ამ ცხოველს სხვა
შესანიშანავად დაძვრება ხეებზე, თუმცა მიწაზეც დიდ დროს ატარებს. კატისებრი ლემურის სიცოცხლის ხანგრძლივობა 15 წელია."