05 სექტემბერი, 2017
"ჩვენი და იმედი-2-ს თანამშრომლობა მორჩა" - გახდება თუ არა "შინაურების" დახურვა სკანდალის მიზეზი
ახალი სატელევიზიო სეზონის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო დარჩა. ამ სეზონს მაყურებელი განსაკუთრებული ინტერესით ელოდება, რადგან უდიდეს ტელეკომპანიებში, კერძოდ „იმედში“ და „რუსთავი 2“-ში დიდი ცვლილებები განხორციელდა.
„რუსთავი 2“-ის საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელებმა დემნა ჯაფარიძემ და გიორგი ხაბურზანიამ „იმედზე“ გადაინაცვლეს, ისინი კი „რუსთავი 2“-ზე დავით იმედაშვილმა ჩაანაცვლა.

სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ გადაცემა „შინაურები“ დაიხურა. ამის შესახებ, სოციალურ ქსელში პროექტის პროდუსერმა ლაშა ბასლანძემ
დაწერა: ჩვენი და იმედი2ს თანამშრომლობა მორჩა და იმედია კარგად მორჩა, მადლობა ნახვამდის და შედეგებს გაგაგებინებთ
რა გახდა გადაცემის დახურვის მიზეზი, ამის გასარკვევად პროდუსერს დავუკავშირდით:

- მოულოდნელი იყო ჩვენთვის გადაცემის დახურვა. აგვისტოში ხელფასი ჩაგვერიცხა და გვითხრეს, რომ გადაცემა აღარ გაგრძელდება. რა გახდა ამის მიზეზი არ ვიცით. ამ ეტაპზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნიკა
იდიოტური გადაცემა იყო, ბერი კარგი გადაცემის გაკეტება სეიდზლება
18:13 / 05-09-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS