05 სექტემბერი, 2017
თათია შარანგია მესამე ვაჟის ფოტოს აქვეყნებს
პიანისტი თათია შარანგია 25 ივნისს მესამე ვაჟის დედა გახდა. მას და სანდრო შელიას პატარა ანდრეუ ალესანდრო შეეძინათ, რომელიც რამდენიმე კვირის წინ, გაქრისტიანდა კიდეც.

პატარა მშობლების მეგობრებმა მონათლეს, ნათლიებს შორის იყო, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი.

თათია და სანდრო პატარას ძიძასთან ერთად ზრდიან. ცოტა ხნის წინ, პიანისტმა სოციალურ ქსელში შვილის ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით: ყოველი დილის 8 საათზე მშობლებთან ერთად კუს ტბაზე სეირნობს! არაფერია ამის ფასი ბავშვებისთვის და ამაზე სასიამოვნო მშობლებისთვის! არ მოვაკლოთ პატარებს სუფთა
ჰაერი.

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS