ეკა ნაადრევ ასაკში რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილზე დაქორწინდა, რომელთანაც ქალიშვილი, ყველასთვის ცნობილი მომღერალი ნინი ბადურაშვილი ჰყავს. პირველი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა და ერეკლესთან დაშორების შემდეგ, ეკამ ნიკო თოფურიძეზე იქორწინა.
ნიკო თოფურიძეს და ეკა კახიანს, ორი უმშვენიერესი ქალიშვილი, ქეთო და ანასტასია ჰყავთ. წყვილს საერთო შვილიშვილიც ჰყავს, რომელსაც იმედო კახიანის გარდაცვლილი ვაჟის, ლადოს სახელი ჰქვია.
ნიკო თოფურიძეზე აქამდე მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ ის ბიზნესმენია, რა ბიზნესს ფლობს უცნობია.
რამდენიმე წლის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი დაშორდა, თუმცა ამაზე კომენტარი ეკა კახიანს არასდროს გაუკეთებია.
როგორც ჩანს, ხმები მათი დაშორების შესახებ მხოლოდ ჭორი იყო და წყვილს ულამაზესი ოჯახი აქვს.
ნიკო თოფურიძე, რამდენიმე წლის წინ, ბიზნესიდან პოლიტიკაში წავიდა და „ქართული ოცნების“ რიგებს შეუერთდა. ის ხარაგაულის გამგებელი გახლავთ. საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე, თოფურიძე დროის უმეტეს ნაწილს მშობლიურ ხარაგაულში ატარებს.
ნიკო თოფურიძე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხარაგაულის გამგებლის პოსტზე, შაბათს კიდევ ერთხელ წარადგინა.