04 სექტემბერი, 2017
ვინ არის ეკა კახიანის უცნობი ქმარი, რომელიც წლების წინ, ბიზნესიდან პოლიტიკაში წავიდა
იმედო კახიანის ოჯახის მიმართ საზოგადოებას განსაკუთრებული ინტერესი აქვს. ამას ის ფაქტი განაპირობებს, რომ ოჯახის თითქმის ყველა წევრი პოპულარულია. საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის მიუხედავად, იმედო კახიანის ქალიშვილი, მსახიობი და მომღერალი ეკა კახიანი, წლებია პირადი ცხოვრების დეტალების გასაიდუმლოებას წარმატებით ახერხებს.

ეკა ნაადრევ ასაკში რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილზე დაქორწინდა, რომელთანაც ქალიშვილი, ყველასთვის ცნობილი მომღერალი ნინი ბადურაშვილი ჰყავს. პირველი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა და ერეკლესთან დაშორების შემდეგ, ეკამ ნიკო თოფურიძეზე იქორწინა.

ნიკო თოფურიძეს და ეკა კახიანს, ორი უმშვენიერესი ქალიშვილი, ქეთო და ანასტასია ჰყავთ. წყვილს საერთო შვილიშვილიც ჰყავს, რომელსაც იმედო კახიანის გარდაცვლილი ვაჟის, ლადოს სახელი ჰქვია.

ნიკო თოფურიძეზე აქამდე მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ ის ბიზნესმენია, რა ბიზნესს ფლობს უცნობია.

რამდენიმე წლის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი დაშორდა, თუმცა ამაზე კომენტარი ეკა კახიანს არასდროს გაუკეთებია.
როგორც ჩანს, ხმები მათი დაშორების შესახებ მხოლოდ ჭორი იყო და წყვილს ულამაზესი ოჯახი აქვს. 

ნიკო თოფურიძე, რამდენიმე წლის წინ, ბიზნესიდან პოლიტიკაში წავიდა და „ქართული ოცნების“ რიგებს შეუერთდა. ის ხარაგაულის გამგებელი გახლავთ. საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე, თოფურიძე დროის უმეტეს ნაწილს მშობლიურ ხარაგაულში ატარებს.
ნიკო თოფურიძე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხარაგაულის გამგებლის პოსტზე, შაბათს კიდევ ერთხელ წარადგინა.


Rating
Rating
Rating
Rating
Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
ნიკა
როგორ აწამეს საწყალი გოგო ქურდობა რომ დააბრალეს ამ უსირცხვილო ეკაია ტხა ბოზამ
15:02 / 04-10-2017
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ნინის რა უნდა იმედზე?დაასაქმა სულაბერიძემ?სამსახური გაუჩალიჩა ბიჭმა,ვაი თქვენს პატრონს,ნეტა ვინ გიყურებთ
12:02 / 14-09-2017
გამოხმაურება / 0 /
მააშ
თეოფილე-,,, ბიზნესმენი,, და არა ბიზმესმენი,, კაცოოო)))...ეს კახიანები ვის აინტერესდებს, მედროვეები და სახელგატეხილები
20:46 / 13-09-2017
გამოხმაურება / 0 /
თიკა
ეს დედაშვილი ძალიან მაღიზიანებს,ქურდობას სხვას რომ აბრალებდნენ ეს მართლა ქურდები
16:39 / 11-09-2017
გამოხმაურება / 1 /
სვ
ვის აბრალებდნენ?
15:59 / 18-03-2018
კახაბერი
უნიკალური ოჯახია )))) ყველა დროს და მთავრობას ერგებიან ! ცოლი *ნაცი* ქმარი *ქოცი* - შენ დაუკარდა ))))) ფული ბაბაია -ბევრი ფული
13:27 / 09-09-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS