04 სექტემბერი, 2017
ვინ ეხმარება თემოს გაზრდაში პირველ ლედის
ბოლო დღეებში გავრცელდა ხმები, რომ საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა მესამე შვილს ელოდება - ეს მისი და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისთვის მეორე საერთო შვილი იქნება. ხმებს თავად მაკა ჩიჩუა არ ადასტურებს, თუმცა უკვე ბევრი სანდო წყარო იუწყება, რომ ეს სიმართლეა და ქალბატონი მაკა ორსულობის მესამე თვეშია.

როგორც იცით, წყვილს პირველი ქორწინებიდან ბთითო ქალიშვილი ჰყავთ. სწორედ ქალიშვილები მეგობრობდნენ თავდაპირველად და მათი მეშვეობით დაახლოვდნენ ქალბატონი მაკა და ბატონი გიორგი, რომელთაც იმ ეტაპზე უკვე დანგრეული ჰქონდათ პირველი ოაჯხები.

წყვილი
წლებია ურთიერთობს და 2015 წელს, მარგველაშვილის გაპრეზიდენტებიდან მალევე გაუჩნდათ პირველი საერთო შვილი თემო. პირველი ლედი თემოსთან ერთად ძალიან დიდ დროს ატარებს დუშეთში, ბუნებაში, მის საყვარელ ბაღში, რომელსაც თავადვე უვლის.

თემოს გაზრდაში კი, როგორც თავადვე არაერთხელ აღნიშნა ინტერვიუებში, უსაყვარლესი ქალბატონი ეხმარება, რომელიც თემოს ძალიან უყვარს. ეს ქალბატონი ეკა ჩიტაიაა. ის ამ ზაფხულსაც გამუდმებით პატარა თემოს გვერდით იყო და სავარაუდოდ, მასვე მიანდობენ მაკა ჩიჩუას მესამე შვილის აღზრდასაც.


იხილეთ ფოტოები, როგორ გაატარა თემომ ზაფხული და ვინ არის მისი საყვარელი ძიძა. 


ფოტოგალერეა იხილეთ აქ:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
manana
კი მარა რა საქმე აქვს ნეტა თვითონ რომ ვერ იცლის ბავშვის გასაზრდელად?!( ან მაგის უსაქმურ და უსარგებლო ქმარს)
10:32 / 05-09-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS