04 სექტემბერი, 2017
ფილმმა რომელმაც ქართველების კრიტიკა დაიმსახურა, ანჯელინა ჯოლი აღაფრთოვანა
რეჟისორ რეზიკო გიგინეიშვილის ფილმი "მძევლები" მსოფლიოს სხვადასხვა კინოფესტივალებზე სულ უფრო დიდი მოწონებით სარგებლობს.

ფილმი ე.წ. "თვითმფრინავის ბიჭების" ისტორიაზეა შექმნილი, მართალია კინოსურათი საქართველოში მკაცრად გააკრიტიკეს, სამაგიეროდ მსოფლიო ტაშს უკრავს.

უფრო მეტიც, ფილმი პოპულარულმა ამერიკულმა არხმა НВО-მ შეიძინა.

"მძევლების" ჩვენება ამჯერად "ტელურიდის" კინო-ფესტივალზე შედგა, სადაც საკუთარი პირველი ნამუშევარი ჰოლივუდის ვარსკვლავმა ანჯელინა ჯოლიმაც წარმოადგინა.

საზეიმო მიღებაზე ის პირადად შეხვდა რეჟისორ რეზიკო გიგინეიშვილს და ერთობლივი ფოტო რეზიკომ სოციალურ ქსელში ატვირთა. „მისასალმებელ საღამოზე. ის საოცრებაა“ – დააწერა მან ფოტოს.

რეზიკო
გიგინეიშვილი ფესტივალზე ასევე შეხვდა გარი ოლდმენს. ირაკლი კვირიკაძესთან და ოლდმენთან ერთად გადაღებული ფოტო გიგინეიშვილმა ფეისბუქზე ატვირთა. 


Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS