წყვილის სიყვარულის ისტორია რამდენიმე თვეს ითვლის და მათ ქორწილის გადახდა, საქართველოში გადაწყვიტეს.
სპეციალურად ამ დღისთვის, საქართველოში ჩამოფრინდნენ რუსეთში მცხოვრები ცნობილი ქართველები, მათ შორის ბიზნესმენები, მომღერლები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
წყვილმა გრანდიოზული ქორწილისთვის, მცხეთაში მდებარე ძვირადღირებული რესტორანი შეარჩია.
სარინას და თორნიკეს კლასიკური საქორწინო სამოსი ეცვათ, დარბაზი ულამაზესი ცოცხალი ყვავილებით იყო გაფორმებული.
სტუმრების განწყობაზე ქართველმა მუსიკოსებმა იზრუნეს.