02 სექტემბერი, 2017
ქართველი ბიზნესმენის ვაჟმა ცნობილი მუსიკოსის ქალიშვილზე იქორწინა (ფოტოები)
მიხეილ ტურეცკის ქალიშვილმა, სარინა ტურეცკაიამ საკუთარი მომავალი ქართველ მამაკაცს დაუკავშირა. მისი რჩეული, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, გელა ცერცვაძის ვაჟი თორნიკე ცერცვაძეა.

წყვილის სიყვარულის ისტორია რამდენიმე თვეს ითვლის და მათ ქორწილის გადახდა, საქართველოში გადაწყვიტეს.

სპეციალურად ამ დღისთვის, საქართველოში ჩამოფრინდნენ რუსეთში მცხოვრები ცნობილი ქართველები, მათ შორის ბიზნესმენები, მომღერლები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

წყვილმა გრანდიოზული ქორწილისთვის, მცხეთაში მდებარე ძვირადღირებული რესტორანი შეარჩია.

სარინას და თორნიკეს კლასიკური საქორწინო სამოსი ეცვათ, დარბაზი ულამაზესი ცოცხალი ყვავილებით იყო გაფორმებული.
სტუმრების განწყობაზე ქართველმა მუსიკოსებმა იზრუნეს.


შეგახსენებთ, რომ ტურეცკის სასიმღერო გუნდი 1990 წელს, მიხეილ ტურეცკიმ შექმნა. გუნდმა მსოფლიო აღიარება მოკლე პერიოდში მოიპოვა. 


Rating
Rating
Rating
Rating
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ანა
ნუ ილანძღებით.მაჯლაჯუნები თქვენ თვითონ ხართ.
08:49 / 12-09-2017
გამოხმაურება / 0 /
გაგა
რა საზიზღრობაა, მოროშკინა და კორკოტა არსად დაკარგონ
19:22 / 07-09-2017
გამოხმაურება / 0 /
ზუზუ
სეფიაშვილებს რას ერჩი? ალბათ ვიღაც მართლა მაჯლაჯუნა ხარ! ანათებენ მამა-შვილი,ყველას ძალიან უყვარს!
15:56 / 07-09-2017
გამოხმაურება / 0 /
ზულუსი
მაჯლაჯუნების შეკრება, სეფიაშვილი, კორკოტა და მაროშკინა
13:09 / 04-09-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS