02 სექტემბერი, 2017
ნინი ონიანმა 17 კილო დაიკლო - მოდელი ფორმაში ჩადგომის საიდუმლოს ამხელს
მოდელმა ნინი ონიანმა რამდენიმე თვის წინ პატარა ლუკა გააჩინა. ბავშვის აღზრდაში ნინი აქტიურად არის ჩართული და მთელ თავისუფალ დროს სწორედ შვილთან ერთად ატარებს.

ნინიმ ორსულობის დროს წონაში საკმაოდ მოიმატა, მაგრამ როგორც ჩანს, სასურველ ფორმაში უკვე ჩადგა, მან სამ თვეში 17 კილოგრამი მოიკლო, როგორ მოახერხა ეს, ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

"არ გამაგონოთ "ვერ ვხდები" "ორსულობის შემდეგ ვეღარ დავიკელი" "პურს არ ვჭამ და რა მასუქებს არ ვიცი ..." (რა გასუქებს და ნამცხვარი) etc. 3 თვის წინ
73 კილო ვიყავი... არც მიშიმშილია და არც მიდიეტია.. სწორად იკვებეთ. მონდომებაა მთავარი და საკუთარი თავის პატივისცემა ...! პ.ს. -2 კგ დამრჩა...“- წერს ონიანი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS