მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კულტურის სამინისტროში გადაწყვეტილებები პირად დამოკიდებულებასა და წყენაზე დაფუძნებით არ მიიღება.
"ცოტა არასერიოზული მგონია ეს საუბარი და აბსოლუტურად უადგილოა. იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, გადაწყვეტილებები, რომელიც სამინისტროში მიიღება, არც არავის პირად დამოკიდებულებაზე არ არის დაფუძნებული და არც არავის წყენა-არწყენაზე. ჩემთვის კონფლიქტი ნიშნავს ორ დაპირისპირებულ მხარეს. თუ თვალს გადავავლებთ თუნდაც
სამინისტრო ყოველთვის მოპასუხე რეჟიმში გამოდიოდა ხოლმე. ქეთი დოლიძესთან საუბარი არ მქონია, მესიჯი ნამდვილად მივიღე. თუ ჩაიზე მპატიჟებს და თუ ეს დაპატიჟება ძალაშია, უარს ნამდვილად არ ვიტყვი, თუნდაც იმიტომ, რომ ვინმემ არ ჩათვალოს, თითქოს გაბუტული ვარ და რაღაც პირადი მიუღებლობა მაქვს ამ ადამიანის," - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
კულტურის მინისტრმა გუშინ ხელი მოაწერა თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიორგი სიხარულიძისა და თოჯინების თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ნიკოლოზ საბაშვილის დანიშვნას. ქეთი დოლიძე თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან მის გათავისუფლებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს.