28 აგვისტო, 2017
გია მაისაშვილი ტეხასში ძლიერ სტიქიაში მოყვა
გია მაისაშვილი ტეხასში ძლიერ სტიქიაში მოყვა. როგორც ეკონომისტი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, ქალაქ კეტიდან, სადაც ის ამჟამად იმყოფება, მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.



"იწყება ჩვენი ორგნიზებული ევაკუაცია, ღამის პირველის ნახევარია მოზღვავებული სტიქიის ფონზე, ყველაფერი იტბორება, ირგვლივ ყველგან წყალია. ჩემი ხელნაწერები, გადავარჩინე.მედა ჩემი დის პასპორტები ჯიბეში გვიდევს. ყველაფერი სხვა წყალმა წაიღო. მთელი საზოგადოება მობილიზებულია - მეზობელი ეხმარება მეზობელს! აი, სულისკვეთება. სამშვიდობოს გადავდივართ, ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ევაკუაცის მ
ართვა ნავების არმადით მომიწია. ამას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, ნავიგაციის გაგებაში არ ვარ. გადაუღებელი წვიმაა, არც ერთი სიცოცხლე არ დაგვიკარგავს. ამერიკის ფლოტიდან ხარო? დაბნეული ხალხი კითხულობს. არა, ჯორჯიის ლიდერთა სკოლიდანმეთქი. კრიზისის დროს მთავარი კომპეტენტური ლიდერია და არა გემის მარათვა. არავის ამაში დარწმუნება არ სჭირდება, მისია შესრულებულია. ჩვენს ლიდერთა სკოლას ახალი ქეისი შეემატა. Evacuation has successfully been completed ! Neighbors are helping neighbors! Hallelujah!"

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტეხასის შტატს ძლიერი ქარიშხალი "ჰარვი" რამდენიმე დღეა დაატყდა თავს, რამაც სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაშავებულია ათზე მეტი ადამიანი. ქარიშხალმა წყალდიდობა და ნგრევა გამოიწვია.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მაყვალა ხვადაგიანი
ბატონო გია!ძლივს არ გავიგე თქვენი ამბავი.ჯანმრთელობას,მხნეობას,გაძლებას და წარმატებებს გისურვებთ.თქვენ საქართველოს სჭირდებით,ბევრი რამე გაქვთ მოსასწრები და გასაკეთებელი.გელოდებით.თქვენ აიცილებლად დაბრუნდებით სამშობლოში ჯანმრთელი და ბევრი წარმატებული იდეებით.კარგად იყავით. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი
17:45 / 29-08-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS