თათია შარანგიას და სანდრო შელიას ვაჟი დღეს გაქრისტიანდა,
პატარა ირაკლი ღარიბაშვილის ცოლმა, ნუნუკა თამაზაშვილმა მონათლა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში პიანისტი წერს: მარიამობას გილოცავთ ჩემო ძვირფასებო!!! ღვთისმშობლის კალთა გფარავდეთ უკლებლივ ყველას!
ეს დღე ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა და სწორედ ამიტომ დღეს გავაქრისტიანეთ ჩვენი ანდრია (Andrew). ადამიანის ცხოვრებაში ეს უმნიშვნელოვანესი დღეა. და მით უფრო აღიქვამს ამას მშობელი! სასიამოვნოდ ემოციური დღე იყო ჩვენთვის! უბედნიერესი ვარ რომ მონათლულია ჩვენი პატარა ადამიანი! მოხარული ვარ, რომ ჩვენი საყვარელი ადამიანები არიან მისი ნათლიები!
მადლობა მათ იმ სიყვარულისთვის რაც დღეს აგრძნობინეს ჩვენს ოჯახს და ეს მხოლოდ დასაწყისია იმ გრძელი და თბილი გზის რასაც ნათესავობა და ოჯახის წევრობა ქვია... "- წერს შარანგია.
ენდრიუ-ალესანდრო შელია 26 ივლისს ესპანეთში დაიბადა.