27 აგვისტო, 2017
ნიკოლ კიდმანის, ანჯელინა ჯოლის და ჯენიფერ ენისტონის ქართველი პარტნიორები
საქართველოში ბევრი ნიჭიერი მსახიობია. ისინი საინტერესო კინოროლებით ხშირად გვანებივრებენ. ამჯერად ჰოლივუდში მოღვაწე ქართველი ვარსკვლავების შესახებ მოგითხრობთ.

ისინი ჰოლივუდში ცნობილ მსახიობებთან და რეჟისორებთან თანამშრომლობენ. 5 ქართველი მსახიობი, რომელთაც პარტნიორობა ანჯელინა ჯოლის, ჯენიფერ ენისტონს, ნიკოლ კიდმანს, ადამ სენდლერს, ჯასტინ ტიმბერლეიკს, მორგან ფრიმენსა და სხვა ვარსკვლავებს გაუწიეს.

დათო ბახტაძე: მისი სამსახიობო მონაცემებით აღტაცებული რეჟისორები ქართველ მსახიობს არაერთ საინტერესო სცენარს სთავაზობენ. დათომ ჰოლივუდში პოპულარობა 2004 წელს რეჟისორ პოლ ჰაგისის გადაღებული კრიმინალური დრამით "შეჯახება" (Crash) მოიპოვა. ფილმში მთავარ როლს ჰოლივუდის
ვარსკვლავი სანდრა ბალოკი თამაშობს. ფილმში დათო ლუსიენის როლს განასახიერებს; ფილმს დიდი პოპულარობა ხვდა წილად - ნამუშევარმა 6 "ოსკარი" მიიღო. ასევე ძალიან პოპულარულია 2011 წელს რეჟისორ კის გორაკის გადაღებული სამეცნიერო ფანტასტიკა/თრილერი "ყველაზე ბნელი საათი" (The Darknest Hour) - ფილმში დათოს პარტნიორობას ემილი ჰირში და რეიჩელ ტეილორი უწევენ. ქართველი მსახიობი სერგეის როლს თამაშობს. დათოსთვის ნაყოფიერი აღმოჩნდა 2010 წელიც, როდესაც რეჟისორმა ამერიკულ დრამაში "დაკარგული ორქიდეა" მიიწვია.

მის სამსახიობო კარიერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია კრიმინალური ტრილერი "განსაკუთრებით საშიში" (Wanted), სადაც პარტნიორობას ჰოლივუდის მსახიობს, ანჯელინა ჯოლის უწევს. 

იხილეთ ვრცლად:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS