25 აგვისტო, 2017
წერილი უცნობი ბიჭისგან დავით ქაცარავას - „მამა არ მყავს, თორემ მას ვთხოვდი დახმარებას...“
ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებში დავით ქაცარავას სახელი ხშირად ჟღერს, საოკუპაციო ხაზთან პროტესტის გამოსათქმელად დაბანაკებულმა ბორჯომში ხანძრის გამო გადაინაცვლა. ამჯერად თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო მის კედელზე გამოქვეყნებულ პოსტზე, რომლის ავტორიც 12 წლის ილიაა, ის დათოს ხანძრის ჩასაქრობად წაყვანას სთხოვს.

"მე ილია ვარ. 12 წლის. მამა არ მყავს, თორემ მას ვთხოვდი დახმარებას. ჯერ არდადეგები მაქვს. ხვალ ყვარელში მივდიოდით მე და დედა. არ წავალ.
დავდივარ ფეხბურთზე, დავდიოდი კარატეზე. სუსტი არ ვარ. დედას უკვე შევუთანხმდი.
თვითონაც მთელი ომი აქვს
გავლილი.
მითხრა, რომ თუ თქვენს გვერდით მამყოფებთ, აუცილებლად გამომიშვებს ხანძრების ჩასაქრობად.
რამდენიმე კვირის უკან ჩემს ვენახშიც გააჩინეს ხანძარი. ძალიან გავმწარდი. გთხოვთ, წამიყვანეთ ცეცხლის ჩასაქრობად. დამიჯერეთ, აუცილებლად გამოგადგებით.
გელოდებით".

ამ ამბით აღფრთოვენანებული დათო ილიას საჯარო მადლობას უხდის: იხილეთ გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS