პოლიტიკოსი გია ბარამიძე კლინიკა „ტრავმატოლოგში“ არის მოთავსებული. მას ცოტა ხანში ხელის ოპერაცია გაუკეთდება. ბარამიძე გუშინ ტაბაწყურში დაშავდა. როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა,
„რეიტინგს“ ამის შესახებ თავად ესაუბრა:
- გუშინ გამოვვარდი ცხენიდან და ხელი მხრიდან იდაყვამდე მაქვს მოტეხილი, აცილებულია ძვლები და ოპერაცია მჭირდება. ჩემი დაზღვევით კლინიკა „ტრავმატოლოგში“ გადმომიყვანეს, ახლა სპეციალურ მოწყობილობას ველოდებით ქუთაისიდან და როგორც კი ჩამოვა, ოპერაციას გამიკეთებენ.
- რასთან დაკავშირებით იყავით ტაბაწყურში?
- ხანძარი როცა გაჩნდა, წაღვერში ჩავედი, ადგილზე გავეცანი მდგომარეობას. იქვე იყვნენ ჩემი მეგობრები,
ტაბაწყურზე ლაშქრობდნენ ცხენებით და მათთან დავრჩი ღამე. ადრე მეც დავდიოდი ლაშქრობებში, მაგრამ ბოლო დროს ამას ვეღარ ვახერხებ. დილით გადავწყვიტე ცხენით გასეირნება, გამაფრთხილეს რომ დინჯი ცხენი არ იყო, მაგრამ მაინც დავჯექი და გადმოვვარდი ცხენიდან.