ისინი ჩვენი დროის გმირები არიან - ქართველი მაშველების ფოტოები მოვლენათა ეპიცენტრიდან
ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოში ხანძრები მოხშირდა. ამ დრომდე ვერ ხერხდება ცეცხლის ჩაქრობა ბორჯომში, ქართველ მაშველებთან და მეხანძრეებთან ერთად ხანძრის ჩაქრობაში აზერბაიჯანის, თურქეთის და ბელორუსიის წარმომადგნლებიც გვეხმარებიან.
საზოგადოება ერთხმად აღნიშნავს, რომ მეხანძრე გმირია, სოციალურ ქსელში მათი და მოხალისეების ფოტოები ვრცელდება, რომელსაც გულგრილად, ვერცერთი ინტერნეტ-მომხმარებელი ვერ უყურებს. მაშ ასე, დაათვალიერეთ ჩვენი დროის გმირების ემოციური ფოტოები.
ჩვენი დროის გმირები: მეხანძრეები, მაშველები, პილოტები და მოხალისეები ...
მადლობა თქვენ, რომ არსებობთ!
თქვენნაირების გენმა მოიტანა აქამდე ეს ქვეყანა, ამდენი უუნარო ტვირთის მიუხედავად...
გმირები ხართ, გაიხაროს ყველამ, ვინც თუნდაც ერთი საათით დაეხმარა საერთო საქმეს და ქვეყანას. სამაშველო საქმეს ცოდნა უნდა, ტექნიკა სულ მოვლილი და მზადყოფნაში უნდა იყოს და არ უნდა დაგვჭირდეს კრიტიკულ მომენტში იმაზე ფიქრი, შლანგი მთელია თუ არა, ტუმბო მუშაობს თუ არა, შენობების სანძარსაწინააღმდეგო საშუალებებსაც უნდა მიექცეს ყურადღება, მადლობა ღმერთს, რომ ადამიანები არ დაზარალდა.