"მეგობრებო, თქვენი დახმარება მჭირდება, მელია ვიპოვე გომბორის გზაზე, ფეხები აქვს მოტეხილი და ზოოკლინიკაში არ იტოვებენ, რა ვქნა? იქნებ დამეხმაროთ..."
მოდელის სტატუსს "ფეისბუქზე" დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მისი მეგობრები კომენტარებში წერენ: " მკურნალობა უნდა და მერე ისევ ტყეში გაშვება. დილით დაწერეთ აბა რა ეტაპზე იქნება პროცესი.", "რაა უსამართლობააა არსაად რო არ მიიღეეს (", "ფრთხილად იყავი, ცოფის გადამტანია!".
მოდელმა
დილას მელია მიიყვანეს ზოოპარკში, სადაც რედგენის გაკეთების არც საშუალება იყო და არც ადგილი, ამიტომ გადაწყვიტეს ცხოველი ერთ-ერთ ვეტკლინიკაში წაეყვანათ. როგორც თიკო კვალიაშვილი წერს, რენდგენმა ანახა რომ ორივე ბარძაყის ძვლის მოტეხილობაა. სჭირდება ორი ოპერაცია რომელიც მაქსიმალური ფასდაკლებით 200 ლარი ჯდება. ამავდროულად დილიდან კავშირზეა გარემოს დაცვა, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს დახმარებას. დღეს ლეკვი მოძლიერდება ხოლო ხვალ უკვე ოპერაცია გველოდება. შემდეგ რამდენიმე დღეს დარჩება სტაციონარზე. ზოოპარკის დირექტორმა ბატონმა ზურა გურიელიძემ გამონახა ადგილი დაზარალებული ცხოველის მისაღებად და მზად არიან ოპერაციის მერე მიხედონ.
მერიემ კაკაურიძე