21 აგვისტო, 2017
ტელეწამყვან ანი გიუნტერს და მსახიობ ვიკა კალანდიას ავარია შეემთხვათ
ტელეწამყვანი ანი გიუნტერი და მსახიობი ვიკა კალანდია გუშინ სიკვდილს გადაურჩნენ. გოგონები მეგობრებთან ერთად, თბილისიდან ბათუმში მიემგზავრებოდნენ, რა დროსაც ავარიაში მოხვდნენ და მძიმედ დაშავდნენ.

ავარიის დეტალებზე AMBEBI.GE-ს ანი გიუნტერი ესაუბრა:

- მეგობრებთან ერთად, ბათუმში მივდიოდი, საჭესთან ჩვენი მეგობარი, გამოცდილი მძღოლი ლიზა ერქომაიშვილი იჯდა, შეკვეთილთან დავინახე, ჩვენს ზოლში, საპირისპირო მიმართულებით მომავალი ავტომობილი, რომელიც სწრაფად მოძრაობდა, დაგვეჯახა და სიკვდილს სასწაულებრივად გადავურჩით.

დარტყმამ მანქანის მინები სულ ჩაამსხვრია და ყველას დაზიანებები გვაქვს - მე სახეზე და დეკოლტეს მიდამოებში, ჩემს ერთ
მეგობარს ხელზე და ა.შ. სწრაფად არ ვმოძრაობდით და ამან გადაგვარჩინა. 

(ფოტოები იხილეთ აქ)
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS