თინა მახარაძის აშშ-ში სწავლის დაფინანსებაზე დიდი ამბავია ატეხილი. „ათეულობით ათასი რატომ უნდა გადავიხადოთ ამ გოგოს სწავლაში? ამდენი ფულით რამდენი გაჭირვებული მოითქვამდა სულს?“ - წერდნენ სოციალურ ქსელში. დღეს თინა მახარაძემ პირველად გააკეთა ამაზე კომენტარი, სოციალურ ქსელში მიწვევისა და დაფინანსების დოკუმენტიც დადო და დაწერა:
„რანაირი ქვეყანაა, კაცო, კონკურსი ვერ მოგიგია და სტიპენდია ვერ მიგიღია სინდისის ქენჯნის გარეშე.“
თინას პოსტს დიდი ამბავი მოჰყვა „ფეისბუქში“, მის პირად გვერდზე უწერდნენ - აქ არ გეყო და ამერიკაში შენს ტ@@@ში ფული რატომ
უნდა გადავიხადოთო. ვალში არც თინა რჩებოდა და მათ უშვერი სიტყვებით ამკობდა.
წელს სხვადასხვა ქვეყნაში, სხვადასხვა მიმართულებით, თინა მახარაძის გარდა, განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ 70-მდე სტუდენტი დაფინანსდა.