19 აგვისტო, 2017
ექსკლუზივი: ქრისტინე იმედაძის მილიონერი შეყვარებული სხვა გოგოზე ქორწინდება(ფოტო)
ქრისტინე იმედაძის და ქართველი მილიონერის, ბუბა ქებურიას ვაჟის მიმართ საზოგადოების მხრიდან ყოველთვის დიდი ყურადღება იყო.

წყვილი ერთმანეთს დაახლოებით ორი წლის მანძილზე ხვდებოდა. ამბობდნენ, რომ თორნიკე ქებურია "მის საქართველო 2015"-ის, სალომე ხელაშვილის დას, მაშო ხელაშვილს სწორედ ქრისტინეს გამო დაშორდა.

თავიდან წყვილი ურთიერთობას მალავდა, მაგრამ შემდეგ საჯაროდ გამოჩენას არც ერთი აღარ ერიდებოდა. ისინი მეგობრებთან ერთად სამოგზაუროდ ერთად დადიოდნენ და ხშირად სტუმრობდნენ, ქრისტინეს საყვარელ მონაკოს.
ბოლო დროს თბილისში ხმები გავრცელდა, რომ თორნიკე და ქრისტინე დაშორდნენ. "რეიტინგი" დაშორების მიზეზების
გარკვევას რამდენიმე კვირის მანძილზე ცდილობდა.

როგორც გაირკვა, წყვილი ნამდვილად დაშორდა, თუმცა რეალურმა ამბავმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. თორნიკე ქებურია უკვე დაინიშნა. მისი ახალი რჩეული ულამაზესი ქეთი ჟღენტი გახლავთ. წყვილის ნიშნობა გუშინწინ შედგა. თორნიკემ ქეთის ულამაზესი ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა და მალე გრანდიოზული ქორწილის გადახდასაც გეგმავს.





FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
ხუმრობის გარეშე
რა ლამაზია ქებურიების რძალი.
16:42 / 19-08-2017
გამოხმაურება / 0 /
000
მადლობა ღმერთს სიმართლისთვის, გაუმარჯოს ახალშეუღლებულებს.
16:31 / 19-08-2017
გამოხმაურება / 0 /
ოხ ეს ფული
მოკლედ ფულის გამო რა არ ხდება...
16:26 / 19-08-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS