19 აგვისტო, 2017
ექსკლუზივი: ქრისტინე იმედაძის მილიონერი შეყვარებული სხვა გოგოზე ქორწინდება(ფოტო)
ქრისტინე იმედაძის და ქართველი მილიონერის, ბუბა ქებურიას ვაჟის მიმართ საზოგადოების მხრიდან ყოველთვის დიდი ყურადღება იყო.

წყვილი ერთმანეთს დაახლოებით ორი წლის მანძილზე ხვდებოდა. ამბობდნენ, რომ თორნიკე ქებურია "მის საქართველო 2015"-ის, სალომე ხელაშვილის დას, მაშო ხელაშვილს სწორედ ქრისტინეს გამო დაშორდა.

თავიდან წყვილი ურთიერთობას მალავდა, მაგრამ შემდეგ საჯაროდ გამოჩენას არც ერთი აღარ ერიდებოდა. ისინი მეგობრებთან ერთად სამოგზაუროდ ერთად დადიოდნენ და ხშირად სტუმრობდნენ, ქრისტინეს საყვარელ მონაკოს.
ბოლო დროს თბილისში ხმები გავრცელდა, რომ თორნიკე და ქრისტინე დაშორდნენ. "რეიტინგი" დაშორების მიზეზების
გარკვევას რამდენიმე კვირის მანძილზე ცდილობდა.

როგორც გაირკვა, წყვილი ნამდვილად დაშორდა, თუმცა რეალურმა ამბავმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. თორნიკე ქებურია უკვე დაინიშნა. მისი ახალი რჩეული ულამაზესი ქეთი ჟღენტი გახლავთ. წყვილის ნიშნობა გუშინწინ შედგა. თორნიკემ ქეთის ულამაზესი ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა და მალე გრანდიოზული ქორწილის გადახდასაც გეგმავს.





FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
ხატია
სულ არ არის გამორიცხული, აღარ ნდომებოდა ეს კაცი. მერე რა რომ სხვა დანიშნა, იქნება და ქალმა მიაპანღურა.
21:22 / 05-09-2017
გამოხმაურება / 0 /
ვიცხა
რაც "იხმარა" ჩვენმა ქრისტუნიამ ეგ შეირგოს და კიდევ მაგან თუ ხმა ამოიღო რავი რა ტყვია უნდა მაგას :-D
23:08 / 25-08-2017
გამოხმაურება / 0 /
კატო
კარგად გაურისკავს სარძლოს.... ალბათ შეგნებულად. ქრისტინას ნუ ლანძღავთ არაფერი დაუშავებია არც სკანდალი აუტეხავს შეგნებული გოგოა ...
10:39 / 21-08-2017
გამოხმაურება / 0 /
უცნობი
ჩემი აზრით,ამ ბიჭს არც ქრისტინე ჰყვარებია და არც ეს გოგო უყვარს.ქართული მენტალიტეტის ამბავია,დადიხარ ერთად წლობით და მერე უცებ მოგყავს სხვა,რომელთანაც საერთოდ არ გქონია სიახლოვე და ძირითადად ოჯახი იქმნება მშობლების რჩევის საფუძველზე. პ.ს. მეგრელი ვარ და უიშვიათესად მახსენდება,მეგრელ ბიჭს მოეყვანოს განათხოვარი(არაქალიშვილი),თან ბავშვიანი ქალი.:) ეს რეალობაა და ალბათ კარგა ხანს არ შეიცვლება ეს მენტალიტეტი.მე არცერთ მხარეს არ ვიცნობ,უბრალოდ რა სურათებიც და ინფრომაციაც იდებოდა და ახლაც დაიდო,ამის საფუძველზე გამოვთქვი მოსაზრება.მე ორივე მხარეს ბედნიერებას ვუსურვებ.
09:59 / 21-08-2017
გამოხმაურება / 0 /
მარი
არაუშავს კიდევ იპოვნის ფულიან ბიძას
01:48 / 21-08-2017
გამოხმაურება / 0 /
ინგა ნ.
ვაჰ,რა სასიძოა-ფულიანი გორილა.ამ გოგონებს პენსიონერების მენტელიტეტი აქვთ -მიდი რა,განათლება მიიღე,დამოუკიდებლად აიწყვე ცხოვრება.არა,მაინცდამაინც ვიღაც ბანჯგვლიანის კმაყოფაზე უნდა იყვნენ. არ იციან,ამ ფულიან გორილებს რა მადა და ამბიციები აქვთ.რამდენი ასეთი გოგჩო უნდა მიაგდონ ასეტებმა,რომ დანარჩენებმა ჭკუა ისწავლონ?
16:57 / 20-08-2017
გამოხმაურება / 0 /
გია
,,ქრისტინეს საყვარელი მონაკო,, )))))) უიმე ლა,ვუკო ,ლაააა)))))) ****************************************** ახალ დანიშნულებს ღმერთმა ხელი მოუმართოს!
12:13 / 20-08-2017
გამოხმაურება / 0 /
ქრისტინეს რო მიატოვებს ვისთან გარბიხარ ან ვინ ჰპოვე მასზე კარგი ..? საოცრებახარ ქრისტინე
02:55 / 20-08-2017
გამოხმაურება / 0 /
მარი
აბა რა ეგონა ქრისტინეს?ცოლად მოიყვანდა?ისე არც ამ გოგოს უწერია დიდხანს ქორწინების შენარჩუნება!...თუ ფული გაქვს,შენი ვარ--ეგ ყველასთან ჭრის,ქმრიანებთანაც კი!!!
01:54 / 20-08-2017
გამოხმაურება / 0 /
ქრისტინე მე შენზე მაბოდებს ისე მაგრა მევასები . ისე თოშოს ოჯახი რო არ დაგიტოვებდა ხო იცოდი დედამისმა შენი დახმარებით დააშორა ის გოგო და შენ როგორ დაგიტოვენდნენ მოდი მოდი ჩემთAნ
17:45 / 19-08-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS