როგორც ერთ-ერთ ტურზე პროექტის პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ განაცხადა, ''ბი-ბი-სი'' -დან წერილი მიიღეს, სადაც ეწერა, რომ სოფოს სურვილის შემთხვევაში პროექტში დაბრუნების საშუალება ექნებოდა.
ნანა თვალავაძე:
''სოფო, შენ უნდა დაბრუნდე პროექტში! დაბრუნდე, გაიმარჯვო და მამას მიუძღვნა ეს გამარჯვება! მამას, რომელიც გეუბნებოდა_ არ დატოვო
მამას, რომელიც სულმოუთქმელად ელოდა შენს ყოველ გამოსვლას! უმძიმესია შენი ტკივილი! საოცარი მამა დაკარგე, მაგრამ შენ ხომ ხელოვანი ხარ! ნამდვილი ვარსკვლავი, პროფესიონალი! დაბრუნდი და გაიმარჯვე! ზუსტად ვიცი რომ კახა იამაყებდა ამით! შენ ხომ მაგარი გოგო ხარ!
რა მნიშვნელობა აქვს რას იტყვის ზოგიერთი უმეცარი, ისინი მაინც ვერასოდეს ვერაფერს გაიგებენ! შენ ვარსკვლავი ხარ! მოკაშკაშე ვარსკვლავი'' , _ ასე ასრულებს თავის თხოვნას ქალბატონი ნანა.
თათია მარიამიძე:
''სოფო, შენ უნდა დაბრუნდე პროექტში! ვიცი რომ ძალიან ცუდად ხარ, საშინელებაა ის ყველაფერი რაც მოხდა, მაგრამ შენ ხომ ძლიერი გოგო ხარ! ყველაზე ძლიერი! შენი თითოეული ცეკვა უნდა მიუძღვნა მამიკოს, რომელიც ამაყობდა და მუდამ იამაყებს შენით! დაბრუნდი პროექტში და ყველას დაუმტკიცე რომ უძლიერესი ხარ! იცეკვე შენი მამიკოსთვის'' .
ნინო დანელია:
''ეს ძუნძგლი პროექტი სოფოს ღირსი არა არის, ვის უნდა შეეჯიბროს? ბებიაჩემ ნანას? თუ იმედის თოჯინა თაკოს? კარგით, რაა, სოფო თავიდანვე მანათობელი ვარსკვლავი იყო ამ ერთხელ ტელევიზორში გამოჭენებულებში. ნუ მისტირით ამ სამარცხვინო პროექტს. მთავარი ტრაგედია ეს არაა. რა დროს ცეკვაა, როცა ასეთი ამბებია.''
თათა რამიშვილი:
''სოფომ დიდი ხანია უკვე გაიმარჯვა და დაუმტკიცა ყველას, რომ ღირსეულია. და ბებიაჩემ ნანას ხომ არ შეეჯიბრება და იმ თაკოს. კარგით, რა. სოფო უკვე ამ პროექტის გამარჯვებულია'' .
ქეთი ენდელაძე (დათო დოიაშვილის მეუღლე):
სოფო, ჩემო საყვარელო, ახლა ვუყურებ ''ცეკვავენ ვარსკვლავებს'' და უშენოდ მთელი ხიბლი დაეკარგა. შენ ნამდვილი პროფესიონალი ხარ. და მე მგონია, რომ უბრალოდ უნდა დაბრუნდე. კახას ეს ყველაზე მეტად გაუხარდებოდა. და მე მიყვარხარ ძალიან.''
სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის