11 დეკემბერი, 2013
ვინ ეხვეწება სოფო ნიჟარაძეს ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' დაბრუნებას?
მამას, რომელიც გეუბნებოდა შენ გაიმარჯვებო! მამას, რომლისთვისაც იცეკვე ყველა ცეკვა მიუხედავად აუტანელი ტკივილისა სოფო ნიჟარაძემ მამის გარდაცვალების შემდეგ, სოციალურ ქსელში შავ-თეთრი ფოტო გამოაქვეყნა. მომღერალს რამდენიმე დღეა ''ფეისბუქის'' საშუალებით ახლობლები და თაყვანისმცემლები ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' დაბრუნებას სთხოვენ.

როგორც ერთ-ერთ ტურზე პროექტის პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ განაცხადა, ''ბი-ბი-სი'' -დან წერილი მიიღეს, სადაც ეწერა, რომ სოფოს სურვილის შემთხვევაში პროექტში დაბრუნების საშუალება ექნებოდა.


ნანა თვალავაძე:
''სოფო, შენ უნდა დაბრუნდე პროექტში! დაბრუნდე, გაიმარჯვო და მამას მიუძღვნა ეს გამარჯვება! მამას, რომელიც გეუბნებოდა_ არ დატოვო
პროექტი რაც არ უნდა მოხდესო! მამას, რომელიც გეუბნებოდა შენ გაიმარჯვებო! მამას, რომლისთვისაც იცეკვე ყველა ცეკვა მიუხედავად აუტანელი ტკივილისა!

მამას, რომელიც სულმოუთქმელად ელოდა შენს ყოველ გამოსვლას! უმძიმესია შენი ტკივილი! საოცარი მამა დაკარგე, მაგრამ შენ ხომ ხელოვანი ხარ! ნამდვილი ვარსკვლავი, პროფესიონალი! დაბრუნდი და გაიმარჯვე! ზუსტად ვიცი რომ კახა იამაყებდა ამით! შენ ხომ მაგარი გოგო ხარ!

რა მნიშვნელობა აქვს რას იტყვის ზოგიერთი უმეცარი, ისინი მაინც ვერასოდეს ვერაფერს გაიგებენ! შენ ვარსკვლავი ხარ! მოკაშკაშე ვარსკვლავი'' , _ ასე ასრულებს თავის თხოვნას ქალბატონი ნანა.

თათია მარიამიძე:
''სოფო, შენ უნდა დაბრუნდე პროექტში! ვიცი რომ ძალიან ცუდად ხარ, საშინელებაა ის ყველაფერი რაც მოხდა, მაგრამ შენ ხომ ძლიერი გოგო ხარ! ყველაზე ძლიერი! შენი თითოეული ცეკვა უნდა მიუძღვნა მამიკოს, რომელიც ამაყობდა და მუდამ იამაყებს შენით! დაბრუნდი პროექტში და ყველას დაუმტკიცე რომ უძლიერესი ხარ! იცეკვე შენი მამიკოსთვის'' .

ნინო დანელია:

''ეს ძუნძგლი პროექტი სოფოს ღირსი არა არის, ვის უნდა შეეჯიბროს? ბებიაჩემ ნანას? თუ იმედის თოჯინა თაკოს? კარგით, რაა, სოფო თავიდანვე მანათობელი ვარსკვლავი იყო ამ ერთხელ ტელევიზორში გამოჭენებულებში. ნუ მისტირით ამ სამარცხვინო პროექტს. მთავარი ტრაგედია ეს არაა. რა დროს ცეკვაა, როცა ასეთი ამბებია.''

თათა რამიშვილი:
''სოფომ დიდი ხანია უკვე გაიმარჯვა და დაუმტკიცა ყველას, რომ ღირსეულია. და ბებიაჩემ ნანას ხომ არ შეეჯიბრება და იმ თაკოს. კარგით, რა. სოფო უკვე ამ პროექტის გამარჯვებულია'' .

ქეთი ენდელაძე (დათო დოიაშვილის მეუღლე):
სოფო, ჩემო საყვარელო, ახლა ვუყურებ ''ცეკვავენ ვარსკვლავებს'' და უშენოდ მთელი ხიბლი დაეკარგა. შენ ნამდვილი პროფესიონალი ხარ. და მე მგონია, რომ უბრალოდ უნდა დაბრუნდე. კახას ეს ყველაზე მეტად გაუხარდებოდა. და მე მიყვარხარ ძალიან.''

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის





FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 29 /
სოფოს
სოფო ლამაზო არაფერი დაშავდება თუ ცეკვას გააგრძელებ თქვენ გაიმარჯვებთ და მამათქვენის სულს გაახარებთ
14:39 / 12-12-2013
გამოხმაურება / 0 /
დათო
რა ტვინი წაიღეთ ამ სოფოთი. მართალს იძახის ლელა.
14:10 / 12-12-2013
გამოხმაურება / 0 /
დათო
სიტყვა ვარსკვლავი გაბანზდა
13:56 / 12-12-2013
გამოხმაურება / 0 /
დათო
სოფო ძალიან კარგი გოგო ხარ როგორც გინდა შენ ისე გადაწყვიტე თუ დაბრუნდები და გაგვახარებ თქვენის ხილვით პროექტში ხომ კარგი თუ არ და არც მაგ არის დიდი პრობლემა სხვა დროსაც იქნება პროექტები და მიიგებ მონაწილეობას ტელევიზიებს სხვა რა საქმე აქვთ!
13:37 / 12-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
მივმართავ ლელას!ერთი გამაგებინა რა სჰენი დელიოდელას საქმეა ვინ ვისთან დადის,შენ არ ხარ ნორმალური ქალო,სუფთა კეკელკა ხარ ვიღაცა ხარ!მე შენი კულტურა ...... გოგოს ტავის ტრაგედია აქვს და შენ იმის მაგიერ რომ სამძიმარი უთხრა რეებს წერ შე ერტუჯრედიანო ამება....ფუფ რა საზიზღარი იქნები
12:21 / 12-12-2013
გამოხმაურება / 0 /
გულბანი
წაიკითხეთ ეს კომენტარები და მიხვდებით თუ რა დონისანი არიან ქართველები, ტანაც 80-90% ასეთი აზროვნებისაა (ლელა,მანჩი და ა.შ.)
12:12 / 12-12-2013
გამოხმაურება / 0 /
bond
ისეტი კაშკაშა ვარსკვლავი ხარ სოფო რომ, კიდევ დიდხანს იცოცხლა მამატკვენმა.
03:31 / 12-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
სოფო არ ბრუნდება, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ დაბრუნებულიყო
01:30 / 12-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიაკო
ამ გოგოს მიმართ აგრესია უფრო გაიზრდება პროექტში რომ დაბრუნდეს. კარგი რა, დაეტიე. მიშა ხომ აღარაა...
22:55 / 11-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ბოლო ორი სხვადასხვა ლელაა
...
22:38 / 11-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS