11 დეკემბერი, 2013
ვინ ეხვეწება სოფო ნიჟარაძეს ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' დაბრუნებას?
მამას, რომელიც გეუბნებოდა შენ გაიმარჯვებო! მამას, რომლისთვისაც იცეკვე ყველა ცეკვა მიუხედავად აუტანელი ტკივილისა სოფო ნიჟარაძემ მამის გარდაცვალების შემდეგ, სოციალურ ქსელში შავ-თეთრი ფოტო გამოაქვეყნა. მომღერალს რამდენიმე დღეა ''ფეისბუქის'' საშუალებით ახლობლები და თაყვანისმცემლები ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' დაბრუნებას სთხოვენ.

როგორც ერთ-ერთ ტურზე პროექტის პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ განაცხადა, ''ბი-ბი-სი'' -დან წერილი მიიღეს, სადაც ეწერა, რომ სოფოს სურვილის შემთხვევაში პროექტში დაბრუნების საშუალება ექნებოდა.


ნანა თვალავაძე:
''სოფო, შენ უნდა დაბრუნდე პროექტში! დაბრუნდე, გაიმარჯვო და მამას მიუძღვნა ეს გამარჯვება! მამას, რომელიც გეუბნებოდა_ არ დატოვო
პროექტი რაც არ უნდა მოხდესო! მამას, რომელიც გეუბნებოდა შენ გაიმარჯვებო! მამას, რომლისთვისაც იცეკვე ყველა ცეკვა მიუხედავად აუტანელი ტკივილისა!

მამას, რომელიც სულმოუთქმელად ელოდა შენს ყოველ გამოსვლას! უმძიმესია შენი ტკივილი! საოცარი მამა დაკარგე, მაგრამ შენ ხომ ხელოვანი ხარ! ნამდვილი ვარსკვლავი, პროფესიონალი! დაბრუნდი და გაიმარჯვე! ზუსტად ვიცი რომ კახა იამაყებდა ამით! შენ ხომ მაგარი გოგო ხარ!

რა მნიშვნელობა აქვს რას იტყვის ზოგიერთი უმეცარი, ისინი მაინც ვერასოდეს ვერაფერს გაიგებენ! შენ ვარსკვლავი ხარ! მოკაშკაშე ვარსკვლავი'' , _ ასე ასრულებს თავის თხოვნას ქალბატონი ნანა.

თათია მარიამიძე:
''სოფო, შენ უნდა დაბრუნდე პროექტში! ვიცი რომ ძალიან ცუდად ხარ, საშინელებაა ის ყველაფერი რაც მოხდა, მაგრამ შენ ხომ ძლიერი გოგო ხარ! ყველაზე ძლიერი! შენი თითოეული ცეკვა უნდა მიუძღვნა მამიკოს, რომელიც ამაყობდა და მუდამ იამაყებს შენით! დაბრუნდი პროექტში და ყველას დაუმტკიცე რომ უძლიერესი ხარ! იცეკვე შენი მამიკოსთვის'' .

ნინო დანელია:

''ეს ძუნძგლი პროექტი სოფოს ღირსი არა არის, ვის უნდა შეეჯიბროს? ბებიაჩემ ნანას? თუ იმედის თოჯინა თაკოს? კარგით, რაა, სოფო თავიდანვე მანათობელი ვარსკვლავი იყო ამ ერთხელ ტელევიზორში გამოჭენებულებში. ნუ მისტირით ამ სამარცხვინო პროექტს. მთავარი ტრაგედია ეს არაა. რა დროს ცეკვაა, როცა ასეთი ამბებია.''

თათა რამიშვილი:
''სოფომ დიდი ხანია უკვე გაიმარჯვა და დაუმტკიცა ყველას, რომ ღირსეულია. და ბებიაჩემ ნანას ხომ არ შეეჯიბრება და იმ თაკოს. კარგით, რა. სოფო უკვე ამ პროექტის გამარჯვებულია'' .

ქეთი ენდელაძე (დათო დოიაშვილის მეუღლე):
სოფო, ჩემო საყვარელო, ახლა ვუყურებ ''ცეკვავენ ვარსკვლავებს'' და უშენოდ მთელი ხიბლი დაეკარგა. შენ ნამდვილი პროფესიონალი ხარ. და მე მგონია, რომ უბრალოდ უნდა დაბრუნდე. კახას ეს ყველაზე მეტად გაუხარდებოდა. და მე მიყვარხარ ძალიან.''

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის





FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 29 /
თეო
ამდენი სიბოროტის და ღვარძლის გადმონთხევის შემდეგ მშვიდად შეხვალთ ეკლესიაში და სანთელს დაანთებთ ისე, რომ ნერვი არც აგიტოკდებათ არა?! თქვენ ღმერთი ჰარიფი ხომ არ გგონიათ?! თუ ღმერთს მოატყუებთ???? ამ მძიმე მარხვის დროს რა საშინელებებს წერთ? ეს ცხოვრება ბუმერანგი ჩემო ძვირფასო ხალხო.... აქ მარტო სოფოზე არაა საუბარი, ნებისმიერზე საუბარი, ვინც ერთი ნაბიჯით წინ წავიდა.ვერ იტანთ, განა რა კოდი დევს ქართველებში ისეთი რომ, მიცვალებულს უფრო მეტ პატივს სცემს, ვიდრე ცოცხლებს?! გული მტკივა ასე რომ არის.
02:28 / 14-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
სოფო ძალიან მიყვარხარ ,ძალიან ლამაზი ხარ და კარგი.
09:42 / 13-12-2013
გამოხმაურება / 0 /
შალვა
სოფო დაეტიე შენს ტყავში და ხალხს ნუ აღიზიანბ. მიშიკო განუგეშებს
02:21 / 13-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ლილიკო
rceva darigebebs rom izlevit gamodi da icekve sxvis azrs nu ukurebo me sul ar mainteresebs sopos cekva da arc sopostvisaa cemi azri saintereso magram ra ecekveba mkvdris pativiscema sul agaraa saciro tu mamaisi mets motxovs rames kide,
22:13 / 12-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ლილიკო
sopo kargi gogoa magram ara iseti kargi rom sakartvelos donis proektebs ar sheeperebodes,da meore ici ra mikvirs tkven rom romelimes sakvareli mshobeli mogikvdet neta tu martla geknebat xalisi gamoxvide da icekvo,amas ganckoba scirdeba
22:10 / 12-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS