ახლა, უბრალოდ გული არ მითმენს ერთი ამბავი რომ არ გიამბოთ. ცერემონიალის კულმინაცია ქალბატონ ეთერ კაკულიასა და გივი სიხარულიძის სცენაზე ასვლა იყო. წყვილი პირველ რიგში იჯდა და ყველა გამომსვლელს ტაშით აჯილდოებდა.
ამასობაში, ქალბატონი
ეს კოლორიტი ქალბატონი, მეორე კოლორიტმა მამაკაცმა, გივი სიხარულიძემ ააცილა სცენაზე. ამ დროს, სცენაზე იდგა, ჩუბინიძის საქმიანი პარტნიორი მაია ჯანყარაშვილი.
ქალბატონ ეთერს, მაია ისე მოეწონა, რომ გივის მუჯლუგუნი ჰკრა, ნახე რა ლამაზი ქალია, ქმარი არ ჰყავსო. - ხომ არ გყავს ქმარი, გენაცვალე? მიკროფონში ჰკითხა ეთერმა მაიას, რომელმაც უარის ნიშნად თავი გააქნია.
- ჰოდა, აი, ჩემი გივი, ქვრივი კაცია, ასეთ კაცს სად იშოვი. მიდი, გივი, ერთი ლექსი წაუკითხე შენებურად, - არ ჩერდებოდა კაკულია. უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილი გივი თეთრ ჟაკეტს სიმწრისგან ხან იხდიდა და ხან იცვამდა.
- ლექსს სხვაგან წავუკითხავო, ჩაიბურტყუნა ბოლოს მსახიობმა. ამასობაში, ქალბატონი ეთერი ბესოს თანაწამყვანს, ფეხმძიმე სალომე გოგიაშვილს მიუბრუნდა და იმდენი კითხვა დაუსვა, სალომე პასუხების გაცემას ვერ ასწრებდა.
- გენაცვალე შენა, ხომ არ გააჩენ აქ? მერამდეენე თვეში ხარ? მერამდენე შვილს აჩენ? მესამეს? ვაა, შენ გენაცვალეე... - ერთი ქმრისგან? სალომე თავის მოძრაობითა და თითების მოშველიებით ასწრებდა ერთსიტყვიანი პასუხების გაცემას.
ამასობაში ''მეგას'' ორგანიზატორი ქალბატონ მაიას დაემშვიდობა. - გივი, ჩააცილე მაია, არ დანებდა ეთერი. გივიმაც კიბეები 15 წლის ბიჭივით ჩაირბინა და ქალბატონ მაიას ხელი გამოუწოდა. მაღალ ქუსლებზე შემდგარი მაიას ნაბიჯებს უთვლიდა ქალაქის კოლორიტი.
ბოლოს წყვილმა ერთმანეთს მადლობის ნიშნად გაუღიმა და მათი გზებიც გაიყო. - ვაიმეეე, რა კარგია, ნახეთ, რა ქალი დაირტყა გივიმ? - არ ცხრებოდა სცენიდან ეთერ კაკულია.
მკითხველს შევახსენებთ, რომ მაია ჯანყარაშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში რამდენიმე წლის წინ მოექცა და მაშინ არაერთი ჟურნალის გარეკანი დაამშვენა.
მაია ''მაესტროს'' პროექტ ''ამტანის'' გამარჯვებული ლევან სუხიტაშვილის, იგივე ''დონ ლევანის'' პირველი მეუღლე გახლდათ და წყვილს საერთო შვილიც ჰყავს.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''




















