იუნა შაფათავა თავისი პარტნიორების ვინაობას არასდროს ასაჯაროებს: „ძალიან ბედნიერი ვარ იმ ფაქტით, რომ
დაგაინტერესებთ: იუნა შაფათავა ყოფილ ქმარზე კომენტარს აღარ გააკეთებს

ლალი მოროშკინა სამჯერ იყო ოფიციალურად დაქორწინებული, თუმცა სამწუხაროდ მისი მესამე ქორწინებაც დასრულდა. ლალის ორი ვაჟი ჰყავს - სანდრო და გიორგი. მისი პირველი მეუღლე ნუკრი ჩაგანავა იყო, მეორე - მიხეილ ღოთვაძე, მესამე კი- ირაკლი ჯაფარიძე. გარდა ამისა, სანამ ჟურნალისტი ირაკლი ჯაფარიძეზე დაქორწინდებოდა, მას რომანი ჰქონდა მოკრივე, გიორგი კანდელაკთან, რომელსაც ლალისთან რომანი ოჯახის პარალელურად ჰქონდა.
დაგაინტერესებთ: ''ეს ჩემი ცხოვრების ტრაგედიაა''

ია ფარულავას პირველი ქმარი ძალიან ეჭვიანი და მოძალადე აღმოჩნდა. მასთან დაშორების შემდეგ ია ამერიკაში გაემგზავრა, სადაც მეორედ გათხოვდა, მისი მეორე ქმარი ამერიკელი მილიონერი იყო, თუმცა არც ეს ქორწინება აღმოჩნდა წარმატებული, იას ამერიკაში წარმატებული სამსახიობო კარიერაც ჰქონდა, მაგრამ მსახიობი სამშობლოში დაბრუნდა. შემდეგ იას რამდენიმე წელი რომანი ჰქონდა ფადი ასლისთან, რომელთანაც საკმაოდ სკანდალურად დაასრულა თანაცხოვრება. მალევე შეწყვიტა ურთიერთობა იამ ასევე ოთარ სირაძესთან. მოგვიანებით მან ტარიელ სუარზე იქორწინა.

ეკა კვალიაშვილი თამამად და დაუფარავად საუბრობს თავის ყოფილ ქმრებზე და ხშირად ხუმრობს კიდეც. „ სამი წელი ვიცხოვრე პირველ ქმართან, ორწელიწად-ნახევარი - მეორესთან და ორი წელი - მესამესთან. ნახევარ წელიწადს ვაკლებდი ყოველ ჯერზე (იცინის). „ - თქვა მან ერთ-ერთ ინტერვიუში. როგორც ცნობილია მას სამი ქმარი ჰყავდა, პირველი მეუღლე თემურ გვალია იყო რომლისგანაც ეკას ქალიშვილი ნუკა ჰყავს. ნუკამ ცოტა ხნის წინ გვარი შეიცვალა და დედის გვარზე გადავიდა, როგორც ამბობენ ამის მიზეზი მამის უყურადღებობა იყო. ეკას მეორე და მესამე ქმრებისგან შვილები არ ჰყავს. „დათო, აღარ არის ცოცხალი. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. მასთან თანაცხოვრება ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. მოსიარულე ენციკლოპედია იყო, საოცრად განათლებული, ისტორიკოსი. ორწელიწად-ნახევარი მეყო განათლებისთვის. ინსტიტუტი დავამთავრე და წამოვედი „ - ყვება ეკა მეორე ქმარზე. მესამე მეუღლე, ვიტალი მიმინოშვილი კი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.
დაგაინტერესებთ: ეკა კვალიაშვილის სკანდალებით სავსე ცხოვრება

თიკო სადუნიშვილი ოფიციალურ ქორწინებაში ორჯერ იყო, პირველად ის მიშა ბალუაშვილზე 15 წლის ასაკში დაქორწინდა, ამ ქორწინებიდან მას შვილი ჰყავს, რომელსაც დათუნა ჰქვია. თიკოს მეორე ქმარი სოსო თოლორაია იყო, მათ ერთმანეთი ტელეკომპანია "მაესტროში" მუშაობის დროს გაიცნეს. თუმცა გარდა ოფიციალური ქორწინებებისა, როგორც თავად თიკომ თქვა ერთ-ერთ გადაცემაში, მას დაახლოებით 20 პარტნიორი მაინც ჰყავდა.
დაგაინტერესებთ: 31 წლის ვარ და 10 პარტნიორი უკვე ბევრია?

მარიემ კაკაურიძე