12 აგვისტო, 2017
ქართველი ბიჭების წარმატება ამერიკულ "ნიჭიერში"
ამერიკის შეერთებულ შტატებში "ნიჭიერის" 12-ე სეზონისთვის შესარჩევი ტური მიმდინარეობს, რომელზეც ქართული ცეკვით  ჯგუფი  "დაკარგული ლეგენდები" წარდგა. მოცეკვავეებმა "ქართველ მეომართა ცეკვა" შეასრულეს.

Hiddenremote-ის განხილვის მიხედვით, მოცეკვავეებმა ჟიურის 5-ივე წევრის მოწონება დაიმსახურეს და შემდეგ შესარჩევ ტურზე გადავიდნენ, თუმცა მოხვდებიან თუ არა კონკურსანტების საბოლოო სიაში ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

"ნიჭიერის" ოფიციალური ვებგვერდზე ჯგუფის შესახებ წერია, რომ მოცეკვავეები ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნიდან - საქართველოდან არიან, სადაც "ცეკვა ყველა ქართველის ვენებშია".
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS