10 დეკემბერი, 2013
თიკა ჯამბურიას ყოფილი დედამთილი პასუხობს: ''მე სამი ბეჭედი მოგიტანე ნიშნობაზე, ბრილიანტებით''...
რამდენიმე წუთში თიკას უამრავმა ადამიანმა მიულოცა გაბედნიერება, თუმცა ეს ინფორმაცია თიკასთან პირადად გადავამოწმეთ
მომღერალ თიკა ჯამბურიას ცხოვრებაში სიახლეა. საიტის მკითხველმა კარგად იცის, რომ ორი დღის წინ, თიკას ყოფილმა ქმარმა, ბექა ხოფერიამ სოციალური ქსელის საშუალებით საზოგადოებას ახალი რჩეული წარუდგინა.

ბექა ხოფერია შეყვარებულია და მისი რჩეული ვინმე ლიკა გახლავთ. მათი რომანის გახმაურების შემდეგ, თიკამ გადაწყვიტა მის ცხოვრებაში მომხდარი სიახლეც სოციალური ქსელი გაესაჯაროვებინა.

გუშინ, მომღერალმა ''ფეისბუქის'' პირად გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც არათითზე ლამაზი ბეჭედი უკეთია. რამდენიმე წუთში თიკას
უამრავმა ადამიანმა მიულოცა გაბედნიერება, თუმცა ეს ინფორმაცია თიკასთან პირადად გადავამოწმეთ.

საკუთარი ნიშნობა ჯამბურიამ დაადასტურა და ისიც გაგვიმხილა, რომ მისი რჩეული უცხოეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენია. თუმცა, სახელი და გვარი არ გაამხილა.

ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, როგორც ჩანს, თიკას უამრავმა ჟურნალისტმა დაურეკა, რადგან მობეზრებულმა მომღერალმა მოგვიანებით სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა.

''ჟურნალისტებს... გთხოვთ, ცოტა ხანი არ დამირეკოთ და არც მომწეროთ. ეს ხალხი გამაგიჟებს, იმის მაგივრად რომ ბედნიერება მისურვონ ბეჭდისა და თვლის ზომაზე სახალხო ისტერიკა გამართეს'' ...

თიკას მორიგ სტატუსს, მისი მეგობრების მხრიდან მილოცვები და ჟურნალისტების კრიტიკა მოჰყვა.

''მე სამი ბეჭედი მოგიტანე ნიშნობაზე... ბრილიანტებით'' - წერს თიკას ყოფილი დედამთილი ხათუნა ხოფერია.

ცნობილია, რომ დაშორების მიუხედავადად თიკას და ქალბატონ ხათუნას ყოველთვის არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ.

''მე ხუთს მოგიტან, სამი ცუდად გაქვს დაცდილიო იმდენი ილაპარაკეს ბეჭდის ზომაზე, რომ ხვალ, ოქროს ქამარს მივიღებ დიდი ბრილიანტებით, ეჭვი მაქვს'' , - პასუხობს მას თიკა.

მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ნიშნობა თიკა ჯამბურიამ ჩვენთან კომენტრაშიც დაადასტურა, ბევრს მაინც არ სჯერა ამ ინფორმაციის ნამდვილობის და მომღერლის მხრიდან ყოფილ ქმარზე რევანშს ასახელებენ.

როგორ განვითარდება მოვლენები და გათხოვდება თუ არა რეალურად ჯამბურია, ამას დრო გვიჩვენებს.

ვისზეა შეყვარებული თიკა ჯამბურიას ყოფილი ქმარი

თიკა ჯამბურია უცხოეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენზე დაინიშნა

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის









FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 26 /
ელისო
რა ყველგან "მეგრული" გეჩხირებათ თქვე მართლა უნამუსოებო.ვერ გრძნობთ რამხელა ბოღმას ანთხევთ? გშურთ და გულზე სკდებით ჩვენისთანა ავკარგიანი რომ არ ხართ ...გასკდით გასკდით...............
20:25 / 11-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატი
ასეთი უხერხული კომენტარების დატოვებას არ ჯობია საერთოდ გაატაროთ?
09:44 / 11-12-2013
გამოხმაურება / 0 /
nia
რა ამაზრზენი კომენტარებია :( საერთოდ უბრალო ბეჭდით დავქორწინდით და ძალიან ბედნიერები ვართ. ბედნიერება ბრილიანტებს და ოქროს არ მაქვს. ასე, რომ ყველამ თავის ცხოვრებას და ბეჭდებს მიხედოს. ბედნიერი იყავი თიკა..
00:35 / 11-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
არ მჯერა, რომ ეს ხათუნა ხოფერიას სიტყვებია.
22:37 / 10-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
არ მჯერა, რომ ეს ხათუნა ხოფერიას სიტყვებია.
22:36 / 10-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ოჰ ეს ქართული და განსაკუთრებით მეგრული ტრიპაჩობა რა. ამდენი მოგიტანე,იმდენი დაგახვედრე.რა იყოთ რძალდედამთილო თქვენთვის ოცდამეერთე საუკუნე არ დადგა?
22:14 / 10-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ამიტომ არ მჯერა ამ ვიტომდა ბომონდური ხალხის ინტერვიუების,ვიტომ ერტმანეტზე საყვარელი არავინ ყავტ და ცოტა ხნის მერე ირკვევა რომ ცჰაწერის დროსაც არ ცხოვრობდნენ ერტად.აიგჰეტ მაგალიტი ხალხო უკეტილსჰობილესი ტიკა პაცაციადან ან ცისანა სეპიასჰვილიდან.......
21:47 / 10-12-2013
გამოხმაურება / 0 /
თათა
ქალბატონოო ხათუნაა რაა სალაპარაკოა რამდენიი ბეჭედიი მიუტანეე? ეგრეე ხდებაა Xოლმეე ჩუქნიანნ დედამთილებიი ოქროს :))) ისიც დაგეწერათ თქვენმაა შვილმაა როგორ გაამწარაა დაა მიატოვაა თოთო ბავშვით ხელში
18:41 / 10-12-2013
გამოხმაურება / 0 /
იმიერი
ამას ქვია საქართველოს ელიტა?ბადურაშვილი,ჯამბურია,ფარულავა,ნინა და ა.შ.
18:30 / 10-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ისე, თიკა, იმიტომ რომ აბაროტი აუღო შენს ყოფილ ქმარს, ნაჩქარევად არ გადაწყვიტო, ძალიან კარგად გამოიძიე, თუნდაც გავიდეს წელიწადიც და მეტიც, არ აჩქარდე გენაცვალე, რომ საბოლოოდ წაგებული არ დარჩე. შენ ეცადე, რომ ღირსეული იყოს შენი რჩეული და სულაც არ არის აუცილებელი მალევე გათხოვდე. შენ ძალიან ახალგაზრდა ხარ. აბა, გისურვებ წარმატებებს და ბესნიერებას.
18:21 / 10-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS