10 დეკემბერი, 2013
თიკა ჯამბურიას ყოფილი დედამთილი პასუხობს: ''მე სამი ბეჭედი მოგიტანე ნიშნობაზე, ბრილიანტებით''...
რამდენიმე წუთში თიკას უამრავმა ადამიანმა მიულოცა გაბედნიერება, თუმცა ეს ინფორმაცია თიკასთან პირადად გადავამოწმეთ
მომღერალ თიკა ჯამბურიას ცხოვრებაში სიახლეა. საიტის მკითხველმა კარგად იცის, რომ ორი დღის წინ, თიკას ყოფილმა ქმარმა, ბექა ხოფერიამ სოციალური ქსელის საშუალებით საზოგადოებას ახალი რჩეული წარუდგინა.

ბექა ხოფერია შეყვარებულია და მისი რჩეული ვინმე ლიკა გახლავთ. მათი რომანის გახმაურების შემდეგ, თიკამ გადაწყვიტა მის ცხოვრებაში მომხდარი სიახლეც სოციალური ქსელი გაესაჯაროვებინა.

გუშინ, მომღერალმა ''ფეისბუქის'' პირად გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც არათითზე ლამაზი ბეჭედი უკეთია. რამდენიმე წუთში თიკას
უამრავმა ადამიანმა მიულოცა გაბედნიერება, თუმცა ეს ინფორმაცია თიკასთან პირადად გადავამოწმეთ.

საკუთარი ნიშნობა ჯამბურიამ დაადასტურა და ისიც გაგვიმხილა, რომ მისი რჩეული უცხოეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენია. თუმცა, სახელი და გვარი არ გაამხილა.

ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, როგორც ჩანს, თიკას უამრავმა ჟურნალისტმა დაურეკა, რადგან მობეზრებულმა მომღერალმა მოგვიანებით სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა.

''ჟურნალისტებს... გთხოვთ, ცოტა ხანი არ დამირეკოთ და არც მომწეროთ. ეს ხალხი გამაგიჟებს, იმის მაგივრად რომ ბედნიერება მისურვონ ბეჭდისა და თვლის ზომაზე სახალხო ისტერიკა გამართეს'' ...

თიკას მორიგ სტატუსს, მისი მეგობრების მხრიდან მილოცვები და ჟურნალისტების კრიტიკა მოჰყვა.

''მე სამი ბეჭედი მოგიტანე ნიშნობაზე... ბრილიანტებით'' - წერს თიკას ყოფილი დედამთილი ხათუნა ხოფერია.

ცნობილია, რომ დაშორების მიუხედავადად თიკას და ქალბატონ ხათუნას ყოველთვის არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ.

''მე ხუთს მოგიტან, სამი ცუდად გაქვს დაცდილიო იმდენი ილაპარაკეს ბეჭდის ზომაზე, რომ ხვალ, ოქროს ქამარს მივიღებ დიდი ბრილიანტებით, ეჭვი მაქვს'' , - პასუხობს მას თიკა.

მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ნიშნობა თიკა ჯამბურიამ ჩვენთან კომენტრაშიც დაადასტურა, ბევრს მაინც არ სჯერა ამ ინფორმაციის ნამდვილობის და მომღერლის მხრიდან ყოფილ ქმარზე რევანშს ასახელებენ.

როგორ განვითარდება მოვლენები და გათხოვდება თუ არა რეალურად ჯამბურია, ამას დრო გვიჩვენებს.

ვისზეა შეყვარებული თიკა ჯამბურიას ყოფილი ქმარი

თიკა ჯამბურია უცხოეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენზე დაინიშნა

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის









FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 26 /
თბილისელი
საგიჟეთიაა მარა თან ცირკიააა )))))))
17:53 / 17-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
ან თიკა ვინ არის და ან ხათუნა.ორივე ამაზრზენია.ორივე მასხარაა.
23:19 / 12-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
გული მ.ე.რ.ე.ვ.ა ამ ხალხზე
22:56 / 12-12-2013
გამოხმაურება / 0 /
თბილისელი
აფსუსი არ არის ასეთი ქაჯების ერთმანეთისგან დაშორება? ფერი ფერსო.
20:18 / 12-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მანანა
რამ გადაგრიატ ,რამ დაგბოგმატ ,ცოტა კარგი ტქვიტ რამე ან ცისანამ რა დაგისჰავატ ან ტიკამ,წარმატებები ტიკა დზალიან კარგი გოგო ხარ და გირსი ხარ უფლისგან ბედნიერების !!!
14:36 / 12-12-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფო
ბეჭდის რაოდენობა რო წკვეტდეს მომავალს...
12:44 / 12-12-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფო
სანამ არ გათხოვდებოდი არ უნდა გეთქვა თიკა და ამდენი უარყოფითი კომენტარისგანაც შორს იქნებოდი,წინასწარ ყოველთვის ამბობენ ცუდს,ვითომ ამით თვითონ მაღლდებოდნენ.
12:42 / 12-12-2013
გამოხმაურება / 0 /
თათია
კარგით რაა, ხალხო. ან თიკა ვინ არის და ან მისი ყოფილი ქმარი, რომ ამდენ დროს კარგავთ მათზე საუბრით. სირცხვილია, ამ კორუმპირებულ-მეშჩან ოჯახის წევრებს ამხელა ყურადრებას რომ აქცევთ.
11:11 / 12-12-2013
გამოხმაურება / 0 /
d.d
სულ შენი შრომით გაქვს ნაყიდი რა.
22:48 / 11-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
ნანას: ცისანა სეფიაშვილის ქალობა სად ნახა ამ ხალხმა?მაგაზე უარესი არის ვინმე??? ქმრის ბავშვობის შეყვარებულებს ახლაც რომ სახლში აკითხავს ეგ ქუჩის ქალი...
21:38 / 11-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS