09 აგვისტო, 2017
"სულ ცდილობდა, არ შეგვემჩნია, რომ ავად იყო" - ოთარ კობერიძის და ლია ელიავას ქალიშვილის ტრაგიკული პირადი ცხოვრება
2 აგვისტოს, გამთენიისას, ქართული კინოს ვარსკვლავების, ოთარ კობერიძისა და ლია ელიავას ერთადერთი შვილი, ნანა კობერიძე გარდაიცვალა. ის 59 წლის გახლდათ. ნანა კობერიძე პროფესიით მხატვარი იყო, ფოტოგრაფიითაც იყო გატაცებული. ერთი შვილი დარჩა, ანკა მანჯგალაძე. მეუღლე რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა უკურნებელი სენით. ახლა კი თავადაც ამ სენს ემსხვერპლა...
რეჟისორი ლევან თუთბერიძე მეგობარს "სარკესთან" ინტერვიუში იხსენებს:

"ნანა მართლაც ოქროს გოგო იყო - წესიერი, ულამაზესი... უზომოდ სუფთა ადამიანი და არასოდეს გაგრძნობინებდა თავის ტკივილს, იმის მიუხედავად, რომ ბევრი პრობლემა ჰქონდა
ცხოვრებაში. ნანასგან არასოდეს მახსოვს, ვინმეზე ცუდ რომ ეთქვას, ძალიან კეთილი ადამიანი გახლდათ და მასთან ყოფნა ბედნიერება იყო. ჩვენი პრობლემებისგან გასაქცევად მივდიოდით ხოლმე მასთან... რამდენიმე წლის წინ მეუღლე გარდაეცვალა, მასაც სიმსივნე ჰქონდა. ასე რომ, ბევრი დარდი და პრობლემა ახლდა მის ცხოვრებას და ისე გადაჰქონდა ეს ყველაფერი, ჩვენ ვერ ვგრძნობდით, როგორ უჭირდა და სტკიოდა.

- დიდხანს იავადმყოფა?
- ბოლო 6 თვე. უცებ აღმოაჩნდა ცუდი ავადმყოფობა და... ბოლო წუთამდე ქალური და ლამაზი იყო. სულ ცდილობდა, არ შეგვემჩნია, რომ ავად იყო. ვაჟკაცურად წავიდა, ერთი არ დაწუწუნია. რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს, მკურნალობდა. ბოლო რამდენიმე კვირა ფეხზე არ დამდგარა.

ნახეთ ვრცლად ჟურნალში "სარკე"
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS