გთვაზობთ ტოპ 5 შოუ - ბიზნესურ სკანდალს:
ცოცარა და ბაბეტა - ამ ორ ადამიანს, ერთი რამ აქვთ საერთო, მათ სახელებს ყოველთვის თან ახლავს სიტყვა სკანდალი და მათი პოპულარობაც, შეიძლება ითქვას სწორედ ამან განაპირობა. წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა, როცა ისინი
ცოცარას შეყვარებულმა პარტნიორის "დატესტვა" გადაწყვიტა, ის ნიკა გრიგოლიასთან და "ერთგულების ტესტის" გადამღებ ჯგუფთან ერთად იცდიდა იქვე, ახლოს და ფარული კამერით ადევნებდა თვალს მოვლენების განვითარებას. ვნებებს აყოლილმა ცოცარამ, თავი ვეღარ შეიკავა და ის ერთგულების ტესტში ჩაიჭრა. მას ვერ წარმოედგინა რა ხდებოდა მის თავს, როდესაც ის შეყვარებულმა "ფაქტზე დაიჭირა", თავზარდაცემული წამოიჭრა, ბაბეტა მიატოვა და გოგონას დაედევნა, რის გამოც "ბაბეს" სახეზე აშკარა უკმაყოფილება დაეტყო. უცნობია რა მოხდა შემდეგ, მაგრამ ბაბეტასა და ცოცარას ინტიმური კადრები სოციალურ ქსელებში განხილვის ობიექტად იქცა.
ანრი ჯოხაძემ თავისი კლიპისთვის გაიხადა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მდედრობითი სქესის წარმომადგენელი მოდელების სიშიშვლეც კი დიდი იშვიათობა იყო საქართველოში, კაცისგან მსგავსი ნაბიჯი, ნამდვილი აფეთქება იყო. ალბათ ფაქტის რეიტინგულობა დრომ განაპირობა, მოგვიანებით რომ მომხდარიყო ეს ამბავი, ცხადია ყურადღებას მიიქცევდა, მაგრამ ამხელა ხმაურს ნამდვილად არ გამოიწვევდა. შეიძლება ითვას, ეს იყო ისტორიული მოვლენა, ანრი ჯოხაძე - პირველი ქართველი კაცი, რომელიც კამერების წინ გაშიშვლდა.
თიკო სადუნიშვილისა და თიელის კოცნას, ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური კოცნა შეიძლება ვუწოდოთ. მათ საახალწლო კონცერტი მიყავდათ, როცა თიკომ მოულოდნელად თანაწამყვანს აკოცა. მათ შორის არ იყო არც რომანტიული ურთიერთობა და არც ხანმოკლე რომანი, თიკოსთვის თიელი იყო უბრალოდ ადამიანი, რომელიც იმ მომენტში მის გვერდით იყო. როგორც აღმოჩნდა ამ კოცნამ თიელის შეყვარებული გაანაწყენა, თიელმა მას პატიება კამერის წინ დაჩოქილმა სთხოვა. კოცნას გადაცემებსა თუ პრესაში დიდ ხანს განიხილავდნენ.
ბაბეტას მორიგმა სკანდალმა, როგორც ცნობილია გიორგი ვარდოსანიძისა და სალომე ჭაჭუას ოჯახი შეიწირა."სინამდვილეში, ყველაფერი ისე მოხდა, რაც არ უნდა მომხდარიყო" - ასე აღწერს თავად ბაბეტა ამ ამბავს. მისი თქმით, გიორგი ბაბეტასთან ურთიერთობას აპირებდა, მარი არ მივიდა დანიშნულ დროს დანიშნულ ადგილას, "თორემ" სექსი ექნებოდათ. "მე დავანგრიე ამათი ოჯახი, ოჯახების დამანგრეველი ვარ, არ ვხუმრობ, მართლა ასეა, მე ვანგრევ ოჯახებს"- აცხადებს ბაბეტა.
სალომემ ბაბეტასა და გიორგის ურთიერთობის შესახებ მათი მესიჯებით გაიგო, გიორგიმ თავი იმით გაიმართლა, რომ მის პირად "ფეისბუქის ექაუნთს" სხვა იყენებდა, ეს ვიღაცის ხუმრობა იყო, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა ოჯახის შესანარჩუნებლად საკმარისი არგუმენტი და ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.
შორენა ბეგაშვილისა და "მეფის" ურთიერთობამ მთელი საქართველო აალაპარაკა. ახალშექმნილი სამეფო ოჯახის დაშლიაში სწორედ, შორენა ბეგაშვილს ადანაშაულებდნენ, თუმცა შორენასა და დავით ბაგრატიონის ურთიერთობა მალევე დასრულდა. "ჩვენ შეყვარებულ¬ები ვიყავით და არა საყვარლები… მეფე ჩემთვის ყველაფ¬ერი იყო და მუდამ ასე დარჩება" - ამბობდა შორენა. შორენა ბეგაშვილთან ურთიერთობის შემდეგ, ბაგრატიონი კვლავ ცოლ-შვილს დაუბრუნდა. ამ სკანდალის შემდეგ დიდი დრო გავიდა, ამბავი ყველას დაავიწყდა, მაგრამ შოუბიზნესურ სკანდალებს შორის, მეფისა და სექს-სიმბოლოს რომანი ყველაზე ხმაურიანი სკანდალია.
მერიემ კაკაურიძე