09 აგვისტო, 2017
ღალატი, სიშიშვლე და დანგრეული ოჯახები - ტოპ 5 შოუბიზნესური სკანდალი
რთულია გახდე ცნობილი ადამიანი თუ მშვიდი და ერთფეროვანი ცხოვრება გაქვს, რაც უფრო მრავალფეროვანია სელებრითის ყოველდღიურობა და რაც უფრო აქტიურად ცხოვრობს, მით უფრო დიდ ინტერესს იწვევს და შესაბამისად, უფრო პოპულარულია. შეიძლება ითქვას, შოუბიზნესი სკანდალებითა და ხმაურიანი ამბებით საზრდოობს.

გთვაზობთ ტოპ 5 შოუ - ბიზნესურ სკანდალს:

ცოცარა და ბაბეტა - ამ ორ ადამიანს, ერთი რამ აქვთ საერთო, მათ სახელებს ყოველთვის თან ახლავს სიტყვა სკანდალი და მათი პოპულარობაც, შეიძლება ითქვას სწორედ ამან განაპირობა. წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა, როცა ისინი
ერთად აღმოჩნდებოდნენ? თუმცა წარმოსახვის უნარი აქ რა სახსენებელია, ეს ამბავი ხომ ყველამ იცის?! რთულია ასეთი სკანდალის დავიწყება, მით უმეტეს, როცა საკუთარი თვალით გაქვს ნანახი. ამბობენ, გაგონილს ნანახი სჯობსო, ცოცარასა და ბაბეტას ინტიმური სცენა კი მთელმა საქართველომ ნახა.

ცოცარას შეყვარებულმა პარტნიორის "დატესტვა" გადაწყვიტა, ის ნიკა გრიგოლიასთან და "ერთგულების ტესტის" გადამღებ ჯგუფთან ერთად იცდიდა იქვე, ახლოს და ფარული კამერით ადევნებდა თვალს მოვლენების განვითარებას. ვნებებს აყოლილმა ცოცარამ, თავი ვეღარ შეიკავა და ის ერთგულების ტესტში ჩაიჭრა. მას ვერ წარმოედგინა რა ხდებოდა მის თავს, როდესაც ის შეყვარებულმა "ფაქტზე დაიჭირა", თავზარდაცემული წამოიჭრა, ბაბეტა მიატოვა და გოგონას დაედევნა, რის გამოც "ბაბეს" სახეზე აშკარა უკმაყოფილება დაეტყო. უცნობია რა მოხდა შემდეგ, მაგრამ ბაბეტასა და ცოცარას ინტიმური კადრები სოციალურ ქსელებში განხილვის ობიექტად იქცა.

ანრი ჯოხაძემ თავისი კლიპისთვის გაიხადა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მდედრობითი სქესის წარმომადგენელი მოდელების სიშიშვლეც კი დიდი იშვიათობა იყო საქართველოში, კაცისგან მსგავსი ნაბიჯი, ნამდვილი აფეთქება იყო. ალბათ ფაქტის რეიტინგულობა დრომ განაპირობა, მოგვიანებით რომ მომხდარიყო ეს ამბავი, ცხადია ყურადღებას მიიქცევდა, მაგრამ ამხელა ხმაურს ნამდვილად არ გამოიწვევდა. შეიძლება ითვას, ეს იყო ისტორიული მოვლენა, ანრი ჯოხაძე - პირველი ქართველი კაცი, რომელიც კამერების წინ გაშიშვლდა.

თიკო სადუნიშვილისა და თიელის კოცნას, ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური კოცნა შეიძლება ვუწოდოთ. მათ საახალწლო კონცერტი მიყავდათ, როცა თიკომ მოულოდნელად თანაწამყვანს აკოცა. მათ შორის არ იყო არც რომანტიული ურთიერთობა და არც ხანმოკლე რომანი, თიკოსთვის თიელი იყო უბრალოდ ადამიანი, რომელიც იმ მომენტში მის გვერდით იყო. როგორც აღმოჩნდა ამ კოცნამ თიელის შეყვარებული გაანაწყენა, თიელმა მას პატიება კამერის წინ დაჩოქილმა სთხოვა. კოცნას გადაცემებსა თუ პრესაში დიდ ხანს განიხილავდნენ.

ბაბეტას მორიგმა სკანდალმა, როგორც ცნობილია გიორგი ვარდოსანიძისა და სალომე ჭაჭუას ოჯახი შეიწირა."სინამდვილეში, ყველაფერი ისე მოხდა, რაც არ უნდა მომხდარიყო" - ასე აღწერს თავად ბაბეტა ამ ამბავს. მისი თქმით, გიორგი ბაბეტასთან ურთიერთობას აპირებდა, მარი არ მივიდა დანიშნულ დროს დანიშნულ ადგილას, "თორემ" სექსი ექნებოდათ. "მე დავანგრიე ამათი ოჯახი, ოჯახების დამანგრეველი ვარ, არ ვხუმრობ, მართლა ასეა, მე ვანგრევ ოჯახებს"- აცხადებს ბაბეტა.
სალომემ ბაბეტასა და გიორგის ურთიერთობის შესახებ მათი მესიჯებით გაიგო, გიორგიმ თავი იმით გაიმართლა, რომ მის პირად "ფეისბუქის ექაუნთს" სხვა იყენებდა, ეს ვიღაცის ხუმრობა იყო, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა ოჯახის შესანარჩუნებლად საკმარისი არგუმენტი და ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

შორენა ბეგაშვილისა და "მეფის" ურთიერთობამ მთელი საქართველო აალაპარაკა. ახალშექმნილი სამეფო ოჯახის დაშლიაში სწორედ, შორენა ბეგაშვილს ადანაშაულებდნენ, თუმცა შორენასა და დავით ბაგრატიონის ურთიერთობა მალევე დასრულდა. "ჩვენ შეყვარებულ¬ები ვიყავით და არა საყვარლები… მეფე ჩემთვის ყველაფ¬ერი იყო და მუდამ ასე დარჩება" - ამბობდა შორენა. შორენა ბეგაშვილთან ურთიერთობის შემდეგ, ბაგრატიონი კვლავ ცოლ-შვილს დაუბრუნდა. ამ სკანდალის შემდეგ დიდი დრო გავიდა, ამბავი ყველას დაავიწყდა, მაგრამ შოუბიზნესურ სკანდალებს შორის, მეფისა და სექს-სიმბოლოს რომანი ყველაზე ხმაურიანი სკანდალია.

მერიემ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ანა
ვარდოსანიდზეს ძალიან ლამაზი გოგო მოუყვანია ცოლად ეგ დაწერეტ, ვინაა ეს ქერა ლამაზმანი ეგ გვაინტერესებს წარსული ვის აინტერესებს
23:24 / 03-01-2018
გამოხმაურება / 0 /
ტეა
რომ არ ვიცოდე სუსტი მისესი სალომესგან ხმმიზეზი მხოლოდ ამ წყვილმა იცის ასე რომ გეყოფატ ბოდვა, ან რაგა დროს ეს სტატიააას არ ამოვიგებდი, მაგრამ ეს არის დიდი ტყული, და ხალხსაც აჯერებტ, სირცხვილია ასე დანამდვილებიტ რომ წერტ ტყუილს და ცილს წამებტ ამატ, ბაბეტა გაპიარდა ამ ტყუილიტ, მან კარგ დროს და კარგად გამოიყენა ეს ყველაფერი, ის ყველასტან ამტკიცებდა ურტიერტობებს ,რომ პოპულარული გამხდარიყო,
23:13 / 03-01-2018
გამოხმაურება / 0 /
მე
ვინც სხვების ოჯახის, სხვების ურთიერთობის დანგრევას შეეცდება, ასეთ ''მურმანის ეკლებს'' ცხოვრება თვითონთვე დაენგრევათ და არ ეღირსებათ ბედნიერება!
23:16 / 09-08-2017
გამოხმაურება / 0 /
მარიკა
ამ ჩამონათვალში სულ არ შეეფერება სალომესა და გიორგის ამბავი, იმიტომ რომ სალომეს დაქალისგან ვიცი, რომ ეს აფსოლიტურად ტყულია და სულ სხვა მიზეზით დაშორდნენ ისინი.მისეს მაინც ვერასოდეს გაიგებთ ამიტომ წერეთ რაც გინდატ
16:46 / 09-08-2017
გამოხმაურება / 0 /
ნატა
ვაი თქვენ პატრონს, ვინც ეს დაწერა, ძალიან კარგად ვიცნობ სალომესაც და გიორგისაც, ეს ყველაზე დიდი ტყუილია, რასაც ახლა წერთ, მათი ოჯახი სულ სხვა რამის გამო დაინგრა, ბაბეტა არა იხვი, როგორ გჯერათ ყველაფერი რასაც ეს გარყვნილი ქალი ლაპარაკობს, და აპიარებს ტავს, სხის ხარჯზე,
16:40 / 09-08-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS