09 დეკემბერი, 2013
თიკა ჯამბურია უცხოეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენზე დაინიშნა
არ მინდა ჩემს ყოფილ მეუღლეზე საუბარი, რადგან ძალიან ბედნიერი ვარ გუშინ ჩვენი საიტის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თიკა ჯამბურიას ყოფილი მეუღლე, ბექა ხოფერია შეყვარებულია. ბექას რჩეული ქერათმიანი გოგონა საზოგადოებისთვის უცნობი, ვინმე ლიკა-ლიკუნა გახლდათ.

წყვილმა ურთიერთობა სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა და ერთად გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა. ყოფილ ქმარს არ ჩამორჩა თიკა ჯამბურია და დღეს მომღერალმა თავის ცხოვრებაში მომხდარი სიახლის შესახებ აცნობა საზოგადოებას.

მომღერალმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სურათი, სადაც მარჯვენა ხელის არათითზე ნიშნობის ბეჭედი უკეთია.

''უბედნიერესი ვარ'' - წერს
თიკა
და სურათის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში უამრავ მილოცვას იღებს. ვინ არის მისი რჩეული და რა ხდება რეალურად მომღერლის ცხოვრებაში, ამაზე თიკამ ჩვენთან ინტერვიუში ისაუბრა.

- თიკა, ''ფეისბუქზე'' ფოტო გამოაქვეყნე, სადაც არათითზე ბეჭედი გიკეთია. როგორც ვხვდები, მალე გაბედნიერდები. გილოცავ.
- დიდი მადლობა მოლოცვისთვის.
- ვინაა შენი რჩეული?
- თვითონ ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ არ გავამჟღავნო მისი ვინაობა. ერთადერთი იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ და კარგად ვგრძნობ თავს. იმედი, მაქვს, რომ ჩემი ბედნიერება ყველას ძალიან გაუხარდება.
- როდის გადაწყვიტე გათხოვება?
- ეს ძალიან სპონტანურად მოხდა. მეც გაოგნებული ვარ და არ ველოდებოდი. შეყვარებული ვარ და შემოთავაზებულ წინადადებაზე უარი არ მითქვამს.
- ალბათ ცოლობა ძალიან რომანტიკულად გთხოვათ.
- მართლა ძალიან რომანტიკული ადამიანია. მის ვინაობას მაშინ გაიგებთ, როცა ოფიციალურად გავთხოვდები.
- მასტერი ხომ არაა შენი რჩეული. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რეპერ მასტერზე იყავით შეყვარებული.
- არა, მასტერი არაა, მასთან ერთად გადაღებული ფოტოები არც ერთ სოციალურ ქსელში არ მაქვს დადებული.
- გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენი ყოფილი მეუღლე, ბექა ხოფერია ვინმე ლიკა-ლიკუნაზე არის შეყვარებული.
- არ მინდა ჩემს ყოფილ მეუღლეზე საუბარი, რადგან ძალიან ბედნიერი ვარ.
- შენს რჩეულს რა პროფესია აქვს, ის მაინც გაგვიმხილე.
- ბიზნესმენია. ამჯერად თბილიშია, მაგრამ საქართველოში არ მოღვაწეობს.
- დიდი ხანია, ერთმანეთს იცნობთ?
- დიდი ხანია, ვიცნობ.
- როდის აპირებთ ოფიციალურად დაოჯახებას?
- ჯერ ამაზე არ გვისაუბრია. გაოცებული ვარ, რაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში. დაახლოებით ნახევარი საათის წინ შემომთავაზა ცოლობა და მომავალ გეგმებზე ჯერ არ გვისაუბრია.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 44 /
...
რა ძუნწი და უგემოვნო ბიზნესმენი ყოფილა... :)
21:43 / 09-12-2013
გამოხმაურება / 0 /
kaci
თიკა ბედნიერები იყავით
20:50 / 09-12-2013
გამოხმაურება / 0 /
თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამაო
ჯერ დრო აქვს,კიდევ ბევრჯერ გათხოვდება.
20:44 / 09-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მმმმ
ბეჭდის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ნააამეტანი დიიიიიდი ბიზნესმენი ყოფილა ფუფ წუწურაქი უკეთესი ვერ გაიმეტა??? ისე შენ რა გითხარი ჯამბურია შენ მართალს ამბობდე
20:22 / 09-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ABC
მდაა ნახევარი საათის წინ თხოვა თურმე ხელი, ფოტოს ატვირთვაც მოუსწრია და ჟურნალისტიც იქვე გამჩნდარა :))რეებს ბოდიალობთ ეს ჟურნალისტები ან თავად გმირი, რევანშის სუნი უფრო ასდის ამ სტატიას თუკი მართლა თიკას სიტყვებია ზედმიწევნით გამოქვეყნებული თუმცა წარმატებებს და ბედნიერებას ვულოცავ, სურათიც ყავა და სანთელი კაი რომანტიკაა ;))
18:40 / 09-12-2013
გამოხმაურება / 0 /
თიკა თიკა ტყუილები რო გიყვარდა ვიცოდით მაგრამ ამდინის ნაგდათ არა
სიდიდეს ვინ ჩივის ნათხოვარიაქ მემგონი სიდიდე ნახე ბეჯდისს რამხელააქქ
18:31 / 09-12-2013
გამოხმაურება / 0 /
დალი
თიკა ძალიან მიყვარს მაგრამ არ მჯერა ესნიშნობა,ბექამ რომ თავისი ამბავი გამოაქვეყნა თიკაც ნახევარ საათში დაინიშნა? ოხ ბავშვებო ბავშვებო
18:31 / 09-12-2013
გამოხმაურება / 0 /
შოკშია თიკა ... ვაჰაჰაჰა ვაჰაჰაჰა
რაიყო მეტი დიდი ბეჯედი ვერ ნახა ... ეტყობა რაა ბიზნეს ბიჭიაა კრიჟანი რაა ეს ლატუნის ძუა ხელზე
18:20 / 09-12-2013
გამოხმაურება / 0 /
თუთა
გილოცავ. უდუდეს ბედნიერებას გისურვებ თიკა
17:57 / 09-12-2013
გამოხმაურება / 0 /
თიკა
"ნიშნობის ბეჭედი" რომ ცოტა დიდი აქვს არაუშავს?)))
17:50 / 09-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS