09 დეკემბერი, 2013
თიკა ჯამბურია უცხოეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენზე დაინიშნა
არ მინდა ჩემს ყოფილ მეუღლეზე საუბარი, რადგან ძალიან ბედნიერი ვარ გუშინ ჩვენი საიტის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თიკა ჯამბურიას ყოფილი მეუღლე, ბექა ხოფერია შეყვარებულია. ბექას რჩეული ქერათმიანი გოგონა საზოგადოებისთვის უცნობი, ვინმე ლიკა-ლიკუნა გახლდათ.

წყვილმა ურთიერთობა სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა და ერთად გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა. ყოფილ ქმარს არ ჩამორჩა თიკა ჯამბურია და დღეს მომღერალმა თავის ცხოვრებაში მომხდარი სიახლის შესახებ აცნობა საზოგადოებას.

მომღერალმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სურათი, სადაც მარჯვენა ხელის არათითზე ნიშნობის ბეჭედი უკეთია.

''უბედნიერესი ვარ'' - წერს
თიკა
და სურათის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში უამრავ მილოცვას იღებს. ვინ არის მისი რჩეული და რა ხდება რეალურად მომღერლის ცხოვრებაში, ამაზე თიკამ ჩვენთან ინტერვიუში ისაუბრა.

- თიკა, ''ფეისბუქზე'' ფოტო გამოაქვეყნე, სადაც არათითზე ბეჭედი გიკეთია. როგორც ვხვდები, მალე გაბედნიერდები. გილოცავ.
- დიდი მადლობა მოლოცვისთვის.
- ვინაა შენი რჩეული?
- თვითონ ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ არ გავამჟღავნო მისი ვინაობა. ერთადერთი იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ და კარგად ვგრძნობ თავს. იმედი, მაქვს, რომ ჩემი ბედნიერება ყველას ძალიან გაუხარდება.
- როდის გადაწყვიტე გათხოვება?
- ეს ძალიან სპონტანურად მოხდა. მეც გაოგნებული ვარ და არ ველოდებოდი. შეყვარებული ვარ და შემოთავაზებულ წინადადებაზე უარი არ მითქვამს.
- ალბათ ცოლობა ძალიან რომანტიკულად გთხოვათ.
- მართლა ძალიან რომანტიკული ადამიანია. მის ვინაობას მაშინ გაიგებთ, როცა ოფიციალურად გავთხოვდები.
- მასტერი ხომ არაა შენი რჩეული. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რეპერ მასტერზე იყავით შეყვარებული.
- არა, მასტერი არაა, მასთან ერთად გადაღებული ფოტოები არც ერთ სოციალურ ქსელში არ მაქვს დადებული.
- გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენი ყოფილი მეუღლე, ბექა ხოფერია ვინმე ლიკა-ლიკუნაზე არის შეყვარებული.
- არ მინდა ჩემს ყოფილ მეუღლეზე საუბარი, რადგან ძალიან ბედნიერი ვარ.
- შენს რჩეულს რა პროფესია აქვს, ის მაინც გაგვიმხილე.
- ბიზნესმენია. ამჯერად თბილიშია, მაგრამ საქართველოში არ მოღვაწეობს.
- დიდი ხანია, ერთმანეთს იცნობთ?
- დიდი ხანია, ვიცნობ.
- როდის აპირებთ ოფიციალურად დაოჯახებას?
- ჯერ ამაზე არ გვისაუბრია. გაოცებული ვარ, რაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში. დაახლოებით ნახევარი საათის წინ შემომთავაზა ცოლობა და მომავალ გეგმებზე ჯერ არ გვისაუბრია.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 44 /
ნატი
ყველა ქალი ბედნიერი უნდა იყოს. . . . .ბედნიერებას გისურვებ თიკა. . .
11:13 / 10-12-2013
გამოხმაურება / 0 /
გულიკო
თიკა, შვილო გილოცავ ბედნიერებას, შენ ნამდვილად იმსახურებ. მოუთმენლად ველოდებოდი ამ დღეს.
11:10 / 10-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მანანა
გამიხარდა
11:04 / 10-12-2013
გამოხმაურება / 0 /
tsiko
გაიხრეთ, იბედნიერეთ, მრავალჟამიერ... აბა რაა....უამრავი წარმატება და სიხარული წინ გაქვთ
10:55 / 10-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ვიღაც
და რომც მაგას ცდილობდეს თქვენ რატო შეწუხდით?? მისი ქმარი ნაგავია და დარწმუნებული ვარ ბევრჯერ გამწარდება ისედაც.. თიკა გამიხარდება თუ ბედნიერს გნახავ !
10:44 / 10-12-2013
გამოხმაურება / 0 /
თუ სიმართლეა დიდ ბედნიერებას ვუსურვებ,მაგრამ რატომღაც ძალიან ყალბი მეჩვენება ეს შემთხვევა.
10:29 / 10-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიანა
ავხორცივით წერს.:)
09:00 / 10-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ტყუილი
23:37 / 09-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინია
რაგაც არ მგონია თიკა თხოვდებოდეს, ეს უბრალოდ ბექას გასამწარებლად გააკეთა, აქ ისე დაუჯერებლად ლაპარაკობს რომ, ეჰ საწყალი..
22:58 / 09-12-2013
გამოხმაურება / 0 /
Anano
ნახევარი საათის წინ სთხოვა ხელი,უკვე ფოტოც ატვირთა,სურათი გადაუღო ბეჭედს,ჟურნალისტებსაც ინფორმაცია მიაწოდა და ინტერვიუც მისცა უკვე:))) ისეთი შთაბეჭდილება მრჩება,რომ ქმრისთვის სამაგიეროს გადახდას ცდილობს:))
22:05 / 09-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS