09 დეკემბერი, 2013
თიკა ჯამბურია უცხოეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენზე დაინიშნა
არ მინდა ჩემს ყოფილ მეუღლეზე საუბარი, რადგან ძალიან ბედნიერი ვარ გუშინ ჩვენი საიტის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თიკა ჯამბურიას ყოფილი მეუღლე, ბექა ხოფერია შეყვარებულია. ბექას რჩეული ქერათმიანი გოგონა საზოგადოებისთვის უცნობი, ვინმე ლიკა-ლიკუნა გახლდათ.

წყვილმა ურთიერთობა სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა და ერთად გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა. ყოფილ ქმარს არ ჩამორჩა თიკა ჯამბურია და დღეს მომღერალმა თავის ცხოვრებაში მომხდარი სიახლის შესახებ აცნობა საზოგადოებას.

მომღერალმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სურათი, სადაც მარჯვენა ხელის არათითზე ნიშნობის ბეჭედი უკეთია.

''უბედნიერესი ვარ'' - წერს
თიკა
და სურათის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში უამრავ მილოცვას იღებს. ვინ არის მისი რჩეული და რა ხდება რეალურად მომღერლის ცხოვრებაში, ამაზე თიკამ ჩვენთან ინტერვიუში ისაუბრა.

- თიკა, ''ფეისბუქზე'' ფოტო გამოაქვეყნე, სადაც არათითზე ბეჭედი გიკეთია. როგორც ვხვდები, მალე გაბედნიერდები. გილოცავ.
- დიდი მადლობა მოლოცვისთვის.
- ვინაა შენი რჩეული?
- თვითონ ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ არ გავამჟღავნო მისი ვინაობა. ერთადერთი იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ და კარგად ვგრძნობ თავს. იმედი, მაქვს, რომ ჩემი ბედნიერება ყველას ძალიან გაუხარდება.
- როდის გადაწყვიტე გათხოვება?
- ეს ძალიან სპონტანურად მოხდა. მეც გაოგნებული ვარ და არ ველოდებოდი. შეყვარებული ვარ და შემოთავაზებულ წინადადებაზე უარი არ მითქვამს.
- ალბათ ცოლობა ძალიან რომანტიკულად გთხოვათ.
- მართლა ძალიან რომანტიკული ადამიანია. მის ვინაობას მაშინ გაიგებთ, როცა ოფიციალურად გავთხოვდები.
- მასტერი ხომ არაა შენი რჩეული. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რეპერ მასტერზე იყავით შეყვარებული.
- არა, მასტერი არაა, მასთან ერთად გადაღებული ფოტოები არც ერთ სოციალურ ქსელში არ მაქვს დადებული.
- გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენი ყოფილი მეუღლე, ბექა ხოფერია ვინმე ლიკა-ლიკუნაზე არის შეყვარებული.
- არ მინდა ჩემს ყოფილ მეუღლეზე საუბარი, რადგან ძალიან ბედნიერი ვარ.
- შენს რჩეულს რა პროფესია აქვს, ის მაინც გაგვიმხილე.
- ბიზნესმენია. ამჯერად თბილიშია, მაგრამ საქართველოში არ მოღვაწეობს.
- დიდი ხანია, ერთმანეთს იცნობთ?
- დიდი ხანია, ვიცნობ.
- როდის აპირებთ ოფიციალურად დაოჯახებას?
- ჯერ ამაზე არ გვისაუბრია. გაოცებული ვარ, რაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში. დაახლოებით ნახევარი საათის წინ შემომთავაზა ცოლობა და მომავალ გეგმებზე ჯერ არ გვისაუბრია.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 44 /
ტატალია
ბედნიერებას გისურვებ,მაგრამ ბეჭედი ძაან ტეხავს ისეთია :))))
19:26 / 17-12-2013
გამოხმაურება / 0 /
დუდუ
რა ბანძი ბეჭედი უკეთია სირცხვილით ეგ როგორ უნდა ატარო.წუწკი შეყვარებული ყოლია :))))))
19:24 / 17-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ტატა
თუ ბექს უყვარს თიკა, თიკას ყველა ვარიანტში უყვარს ბექა. რა უშლით ხელს? აქედან გამომდინარე, რომ ბექას აღარ უყვარს თიკა და გაიგოს ეს თიკამ როგორმე. ეს იაფფასიანი ტრიუკი იყო.თიკა არ გეკადრება ტყუილები. მაგას მოკლე ფეხები აქვს :)
21:24 / 16-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ირინა
გილოცავ ჩემო კარგო, ბედნიერებას გისურვებ
18:17 / 15-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატალია
რა ბიზნესმენი რა ბეჭედი უკეთია AHAHAHAHAHAHA
13:48 / 15-12-2013
გამოხმაურება / 0 /
კარენა
მეც დავნიშნავდი თიკს
06:31 / 11-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანუ
მეც ძალიან მინდოდა შენი და ბექას ერთად ყოფნა.მაგრამ რას ვიზამთ:(ბედნიერებას გისურვებ:*
18:31 / 10-12-2013
გამოხმაურება / 0 /
გილოცავ
გილოცააააააააააააავ
17:22 / 10-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ქანთო
გილოცავ ლამაზო და საყვარელო თიკა, როგორი ლამაზი და მომხიბვლელიც ხარ ისეთივე ლამაზი ცხივრება გქონდეს, ვინც დაგკარგა ალბათ ნანობს მაგრამ აწი რაგას იზავს
15:07 / 10-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
თიკა გილოცავ დიდი ბედნიერებას და ლამაზ ცხოვრებას გისურვებ, ნამდვილად იმსახურებ
15:05 / 10-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS