07 აგვისტო, 2017
ვინ არის მსოფლიოში აღიარებული ქართველი მოდელი, რომელიც სილამაზის სალონში აღმოაჩინეს
17 წლის ელენე იოსელიანი საბერძნეთში - Eleni Kotanidous-ის ფსევდონიმით მოღვაწეობს.
ის 3 წლის ასაკიდან დედასთან ერთად, ქალაქ სალონიკში ცხოვრობს. ელენეს კარიერა ორი წლის წინ დაიწყო, როდესაც ის ახლობლის ქორწილისთვის ემზადებოდა და მაკიაჟის გასაკეთებლად, ლონდონის ცნობილი სილამაზის სალონის - ,,Make Up Institute"-ს ერთ-ერთ ფილიალს ესტუმრა.

ელენე სალონში მისვლისთანავე შეამჩნიეს და ,Make Up Institute"-ს უფროსს დაურეკეს და შეატყობინეს: - ვისაც ვეძებდით, აღმოვაჩინეთო! გოგონა მეორე დღესვე დაიბარეს გადაღებაზე. ასე გახდა ელენე ამ ინსტიტუტის სახე.

დამწყებ მოდელს ცნობილი ბერძნული
სააგენტო ,,Tim model manegment" დაუკავშირდა და ოთხწლიანი ხელშეკრულება გაუფორმა.


იხილეთ ვრცლად:



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS