მოგეხსენებათ, ერთ-ერთ ლაივზე ხატია ბუნიათიშვილის ჩაცმულობამ მაყურებელი შოკში ჩააგდო. ცნობილი პიანისტი და ''ნიჭიერის'' ჟიური კონცერტზე ბიუსტჰალტერის გარეშე მივიდა.
ეს ფაქტი, პირველი აღმოჩნდა ქართული ლაივ-შოუს ისტორიაში და სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ერთი კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელში ერთ-ერთი განხილვად თემა ხატიას უბიუსტჰალტერობა იქცა.
''დღეს, საღამოს ''ნიჭიერში''
იას სტატუსს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და მათი უმეტესობა წითელი კაბის ჩაცმას ურჩევდა.
იმაში, რომ იას სკანდალების მოწყობა არ ეშლება და მაყურებლის ალაპარაკებაც შეუძლია, არაერთხელ დავრწმუნდით, მაგრამ რამდენად ღრმა იქნება მსახიობისა და ტელეწამყვანის დეკოლტე, ამის გაგება რამდენიმე საათში ''რუსთავი 2'' -ის ეთერში შეგვიძლია.
მანამდე კი იმაზე მოგვიწევს ფიქრი, რომელი ფერის კაბაზე გააკეთებს ია არჩევანს და ისევე გააგიჟებს თუ არა ძლიერი სქესის წარმომადგენლებს, როგორ ეს ხატიამ ორი კვირის წინ მოახერხა.
რამდენიმე საათის იამ სოფიალურ ქსელში მორიგი სტატუსი გამოაქვეყნა:
''ვერ ვიტან ლიფს, ''შპილკებს'', ქამარს და ბანდაჟს და ნევროზი მაქვს? თუ თავისუფლება მიყვარს''...
სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის




















