პატრიარქმა ქართველ ვარსკვლავებს უმასპინძლა (ფოტოები)
გუშინ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორეს ანგელოზის დღე იყო. ამ თარიღთან დაკავშირებით, უწმინდესმა წირვა ჩაატარა, საღამოს კი მასთან მისალოცად ცნობილი ადამიანები მივიდნენ.
სტუმრებს შორის იყვნენ ნინო ჩხეიძე, ნიკა წულუკიძე, გურანდა გაბუნია, და-ძმა სუხიშვილები და სხვა პოპულარული ადამიანები. ფოტოები სოციალურ ქსელში ნინო ჩხეიძემ გამოაქვეყნა.
"დღეს ჩვენს უწმნდესობას მისი ანგელოზის დღე მივულოცეთ"-წერს ნინო ჩხეიძე.
რა თქმა უნდა, პატრიარქთან ვიზიტი ასეთ ხალხს შეუძლიათ, დღედაღამე მუხლები რომ აქვთ გადატყავებული ლოცვით. აბა, საწყალ მორწმუნეს ვინ მიუშვებს, თუნდაც ხელის გაწვდენაზე