მაშინ ამბობდნენ, რომ თიკამ ბექას ღალატი არ აპატია და მათი დაშორების მიზეზი ბექას ცხოვრებაში გამოჩენილი ახალი გატაცება გახლდათ. თიკამ თეატრალურში ჩააბარა და ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყო.
თიკას შესახებ ხშირად ვრცელდებოდა ჭორები, რომ შეყვარებული იყო, მაგრამ ყველას სჯეროდა, რომ ბექა და თიკა მაინც შერიგდებოდნენ. ეს რამდენიმე კვირის წინ გადაცემა „პროფილში“ თიკას ერთ-ერთმა მკითხავმაც უთხრა.
ფაქტია, რომ წყვილი ჯერჯერობით ისევ ცალკ-ცალკე ცხოვრობს და მათ მხოლოდ საერთო შვილი აერთიანებთ. ამას ბექა ხოფერიას „ფეისბუქიც“ მოწმობს.
მის ცხოვრებაში სიახლეა, სოციალურ ქსელში სტატუსი განაახლა და საზოგადოებას თავისი ახალი შეყვარებული წარუდგინა. ლიკა-ლიკუნა - ასე ჰქვია ბექას ახალ სიყვარულს, ქერა გოგონას. წყვილს რამდენიმე საერთო სურათი აქვს გამოქვეყნებული.
როგორ განვითარდება მათი სიყვარულის ისტორია ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა ფაქტია, რომ ჯერჯერობით მკითხავის წინასწარმეტყველება არ ამართლებს.
სალომე დადიანი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის