08 დეკემბერი, 2013
ვისზეა შეყვარებული თიკა ჯამბურიას ყოფილი ქმარი
მათი დაშორების მიზეზი ბექას ცხოვრებაში გამოჩენილი ახალი გატაცება გახლდათ. თიკამ თეატრალურში ჩააბარა და ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყო თიკა ჯამბურიას და ბექა ხოფერიას სიყვარულის ისტორია რამდენიმე წელს ითვლიდა. წყვილმა იქორწინა, მაგრამ ბავშვის დაბადების შემდეგ მალე დაშორდნენ ერთმანეთს. თავიდან არავის სჯეროდა რომ წყვილი საბოლოოდ განქორწინდებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ იურიდიულად ხელი გააწერეს.

მაშინ ამბობდნენ, რომ თიკამ ბექას ღალატი არ აპატია და მათი დაშორების მიზეზი ბექას ცხოვრებაში გამოჩენილი ახალი გატაცება გახლდათ. თიკამ თეატრალურში ჩააბარა და ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყო.
წონაში დაკლების შემდეგ, მუსიკალურ კარიერასაც მიხედა და ახლახან, ახალი სიმღერაც ჩაწერა.

თიკას შესახებ ხშირად ვრცელდებოდა ჭორები, რომ შეყვარებული იყო, მაგრამ ყველას სჯეროდა, რომ ბექა და თიკა მაინც შერიგდებოდნენ. ეს რამდენიმე კვირის წინ გადაცემა „პროფილში“ თიკას ერთ-ერთმა მკითხავმაც უთხრა.

ფაქტია, რომ წყვილი ჯერჯერობით ისევ ცალკ-ცალკე ცხოვრობს და მათ მხოლოდ საერთო შვილი აერთიანებთ. ამას ბექა ხოფერიას „ფეისბუქიც“ მოწმობს.

მის ცხოვრებაში სიახლეა, სოციალურ ქსელში სტატუსი განაახლა და საზოგადოებას თავისი ახალი შეყვარებული წარუდგინა. ლიკა-ლიკუნა - ასე ჰქვია ბექას ახალ სიყვარულს, ქერა გოგონას. წყვილს რამდენიმე საერთო სურათი აქვს გამოქვეყნებული.

Rating

როგორ განვითარდება მათი სიყვარულის ისტორია ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა ფაქტია, რომ ჯერჯერობით მკითხავის წინასწარმეტყველება არ ამართლებს.

სალომე დადიანი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 19 /
მარი
მჯობნის მჯობნს რა დალევს ამ დედამიწაზე.მაგრამ მთავარი ერთგულებაა.ვისაც ერთხელ შეუძლია ღალატი იმას არც მეორეთ გაუჭირდება.
09:39 / 18-04-2014
გამოხმაურება / 0 /
თბილისელი
თიკა ვინც ერთგულება არ იცის, ის არც სიყვარულის ღირსია, გული არ გაიტეხო შემოგევლე, შენ ძალიან ნიჭიერი, ლამაზი და ძალიან პოზიტიური ადამიანი ხარ,წარმატებებს და ბედნიერებას გისურვებ! ესენი კიდე ბევრჯერ უღალატებენ ერთმანეთს
01:26 / 18-04-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია
ეს ბიჭი იდიოტია
18:07 / 11-12-2013
გამოხმაურება / 0 /
სანდრო
გოგოები რა შურით სკდებით ?))) ზალიან გინდათ ამ გოგოს ადგილზე რომ იყოთ აშკარად :))) მოეშვით, და რას უწუნებთ ვერ ვხვდები, ულამაზესი გოგოა
01:06 / 11-12-2013
გამოხმაურება / 0 /
0000
გოგო ლამაზია,მაგრამ ტიკა მირევნია
23:41 / 10-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS