08 დეკემბერი, 2013
რატომ იყენებენ რეკლამებში ინტიმურ სცენებს
მე უფრო მეტად პრეზიდენტობის კანდიდატების რეკლამებით დავინტერესდი. მაღაზიაში რომ ჩავდიოდი, ეკრანს ვეღარ ვწყდებოდი ხოლმე საბანკო და სადაზღვევო ბაზარზე სარეკლამო ვიდეოებით ნამდვილი ომი გაჩაღდა. ვიხილეთ ძაღლი, რომელსაც ადამიანის ხელები აქვს, მძღოლი თამაზა, რომელიც მოხუცებული ქალბატონის ფეხებთან წამებში ამუხრუჭებს, მუშკეტერები, რომლებიც კარადებში იმალებიან და სხვისი სექსით ტკბებიან...

ეს ქართული ორიგინალური რეკლამების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შესახებ სოციალურ ქსელებში დიდი მსჯელობა მიმდინარეობს. ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას - კატეგორიულად არ მოსწონს. განსაკუთრებულად იმას კითხულობენ, რატომ არის ყველა რეკლამაში ლოგინი, ინტიმი და ამ
ყველაფერს რატომ ესწრებიან მუშკეტერები და ძაღლები. ზოგიერთი იმასაც ფიქრობს, რომ საქართველოში ცხოველთა დამცველები ჯეროვნად არ აქტიურობენ, თორემ სადაზღვევო კომპანიას რექსის სახის გამოყენებისთვის პასუხს მოსთხოვდნენ.

ასეა თუ ისე, რეკლამა იმისთვის არსებობს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი აალაპარაკოს და ამ მხრივ, შესაძლოა, მიზანი მიღწეულია, თუმცა, მეორე მხრივ, არსებობს კომპანიის პრესტიჟი და იმიჯი, რომელიც არ უნდა დაზარალდეს. როგორ გავიაროთ ამ ბეწვის ხიდზე? თანაც, იმ ქვეყანაში, სადაც რეკლამის მეტი წილი გახმოვანებულ ვიდეორგოლებზე მოდის, სადაც აშკარად არაქართული გარეგნობის მამაკაცს შესაძლოა, ჯემალი ერქვას, ერთმნიშვნელოვნად სხვა ეროვნების ოჯახი სვანიძეების გვარის იყოს და ა.შ.

ყველა თანხმდება, რომ კარგია, თუკი კომპანიები შედარებით მეტ თანხას გაიმეტებენ და კი არ გადმოაქართულებენ, არამედ ორიგინალურ რეკლამებს შეაქმნევინებენ, თუმცა ყველაფერს შესაბამისი ცოდნა სჭირდება. რამდენიმე ცნობილ სახეს, ასევე პიარტექნოლოგს ვკითხეთ, რას ფიქრობენ ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული ქართული რეკლამების შესახებ.

ეკო ფანგანი, მოდელი:

- მართალი გითხრა, ტელევიზორს იშვიათად ვუყურებ და რეკლამების შესახებ სოციალური ქსელიდან შევიტყობ ხოლმე. თუკი რაიმე გახმაურდება და ბევრი ადამიანი ლაპარაკობს მის შესახებ, შემდეგ ვრთავ და ვუყურებ. ამას წინათ `ფეისბუქზე~ წავიკითხე რამდენიმე ხუმრობა მძღოლ თამაზაზე და მივხვდი, რომ რეკლამა იყო, თუმცა ჯერ არ მინახავს. ვნახე სამი მუშკეტერის რეკლამა და არ მომეწონა.
- რატომ?
- იმიტომ, რომ უაზრო გათვლაა და უაზრო რეკლამა. არ ვარ მარკეტოლოგი, მაგრამ ვფიქრობ, თუკი რეკლამაში არის ინტიმი, შესაძლოა, ამან კარგად იმუშაოს, თუმცა კარგად უნდა იყოს გაკეთებული. ვერ გავიგე, ეს მუშკეტერები რატომ არიან კარადაში, რა შუაშია ცოლ-ქმრის ინტიმი და ამ ყველაფერთან ბანკი?!.. არა მგონია, რომ ეს სწორი გათვლა იყოს. მგონია, რომ ამ რეკლამაში 50 000-ზე ნაკლებს არ დახარჯავდნენ, არ ჩანს დაბალბიუჯეტიანი რეკლამა და შესაბამისად, უკეთესი უნდა გამოსულიყო. მგონია, რომ ამ ბანკს ასეთი რეკლამა არ ეკადრება. თუმცა, მეორე მხრივ, შესაძლოა, შავი პიარიც კარგი პიარი იყოს. დღესდღეობით ყველა ამ რეკლამაზე ლაპარაკობს, მესიჯი მიიტანეს. რექსის რეკლამა არ მინახავს და ვერაფერს გეტყვით.

ლევან მდინარაძე, დიჯეი რემბო:

- მომწონს ის ტენდენცია, რაც ქართულ სარეკლამო ბაზარზე წამოვიდა. კომპანიებმა ერთმანეთთან შეჯიბრება დაიწყეს და ეს კარგია. სამი მუშკეტერის რეკლამამ უარყოფითი რეაქცია გამოწვია. როცა მე ვთქვი, ეს რეკლამა იმიტომ მომწონს, რომ ჩემ გარშემო ყველა ამის შესახებ ლაპარაკობს და ერთმანეთს ეჩხუბებიან-მეთქი, კინაღამ ჩამქოლეს (იცინის). დარწმუნებული ვარ, ასეთი რეკლამები უფრო გაზრდის ბაზარს, კომპანიები მეტი ფულის ხარჯვას დაიწყებენ და უკეთესი ვიდეორგოლები იქნება, ვიდრე ქართულად გახმოვანებული უცხოური რეკლამებია.
რაც შეეხება სამი მუშკეტერის რეკლამას - არ ვიცი, წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი თუ ასე გამოვიდა, ანუ ხელოვნურად ააგორეს შავი პიარი თუ შეცდომა გაეპარათ. რეალურად რეკლამის მესიჯი საზოგადოებამდე კარგად მივიდა. ასევე მოხდა ამ რეკლამის ინტერპრეტაცია, როცა პიცერიამ იმავე ტიპის რეკლამა გადაიღო. ბანკის რეკლამის შემთხვევაში კიდევ ერთ
რამეს ვიტყვი, შესაძლოა, სარეკლამო ვიდეორგოლში მოაქციო ერთმანეთთან დაუკავშირებელი ბევრი რამ და ამან იმუშაოს. ის, რომ გადასახადის გადასახდელად წასვლა გეზარება, ჩვეულებრივი ამბავია და რეალობას შეესაბამება. უბრალოდ, ქართველებს ზედმეტი კრიტიკა გვახასიათებს და ეს უნდა გაეთვალათ. ასეთი რეკლამა უცხოეთში ალბათ ღიმილს გამოიწვევდა და ხალხი ძალიან იხალისებდა, საქართველოში ამაზე ვერ იღადავეს. მთავარი შეკითხვა აქ ისაა, რაში აწყობდა ეს ბანკს? ისედაც კარგი ბანკია და ბაზარზე პოზიციონირება არ სჭირდებოდა. მოლოდინი შექმნეს, მერე დააბრეხვეს ისეთი რამ, რაზეც ყველა ალაპარაკდა, მაგრამ აწყობდათ თუ არა?
ასევე საინტერესო იყო ისიც, რომ რექსის საპასუხოდ მეორე სადაზღვევო კომპანიამ დიჯეი ჟორჟიკას მონაწილეობით ძალიან სადა, მინიმალისტური რეკლამა გადაიღო და ვფიქრობ, რომ კრეატიულობით ყველა არსებულ რეკლამას მოუგო. ამ კუთხით მათ ხუთიანს დავუწერდი, დანარჩენებს კი სამიანებს. რაც შეეხება რექსს, ქართულ ბაზარზე შინაური ცხოველების თემა არ ჭრის და არ არის მომგებიანი. ჩემზე ამ რეკლამამ ჩვეულებრივი შთაბეჭდილება დატოვა.

ნიკა გრიგოლია, იუმორისტი:

- წელიწადზე მეტია, სახლში ტელევიზორი არ მაქვს, მაღაზიაში რომ ჩავდივარ, ტელევიზორს მაშინ შევხედავ ხოლმე. ნანახი მაქვს სამი მუშკეტერის რეკლამა და ბილბორდზე ვნახე ძაღლი. ვერაფერს გეტყვი, რადგან არ მიმიქცევია დიდი ყურადღება და მიკვირს, სხვები რატომ აქცევენ ამდენ ყურადღებას?
მე უფრო მეტად პრეზიდენტობის კანდიდატების რეკლამებით დავინტერესდი. მაღაზიაში რომ ჩავდიოდი, ეკრანს ვეღარ ვწყდებოდი ხოლმე. ჩემი აზრით, ძალიან მაგარი იქნება, თუკი ისეთი არხი გაკეთდება, სადაც მხოლოდ პრეზიდენტობის კანდიდატთა რეკლამებს გაუშვებენ, მთელი ოთხი წელიწადი. ანუ არა მხოლოდ მათ, ვისაც მონაწილეობის უფლება აქვთ, არამედ ვინც ხელმოწერები ვერ შეაგროვა, მაგრამ მაინც აქვს პრეზიდენტობის სურვილი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს იქნებოდა ყველაზე მაგარი იუმორისტული გადაცემა. დამიბრუნეთ წინასაარჩევნო რეკლამები (იცინის).

მაია ქავთარაშვილი, პიარის სპეციალისტი:

- გემოვნებაზე არ დავობენ, მივესალმები იმას, რომ რეკლამის შემქმნელები ცდილობენ, გაექცნენ შაბლონსა და სტერეოტიპებს, ახალი ფორმების ძიება კარგია, მნიშვნელოვანია, რომ რეკლამები კოპი-პეისტით არ გადმოიტანონ, თუმცა აქვე შემიძლია გითხრათ, რომ თითქმის ყველა წარმატებული ქართული რეკლამა მაინც მოპარულია. რეკლამები, რომლებზეც მთელი ქალაქი ლაპარაკობს, კრეატიულია და აქ ვერ ვიკამათებთ. მაგალითად, რექსის რეკლამამ ყურადღება მიიქცია, რაც რეკლამის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, მაგრამ, რისთვის ხდება ეს ყველაფერი? სიცილის გარეშე რექსზე ვერ ვლაპარაკობ, ოღონდ როგორი ღიმილია ეს, სხვა საკითხია (იღიმის). რექსმა ყველა აალაპარაკა და თავისი დანიშნულება შეასრულა, თუმცა ერთი მთავარი თემა ღიად რჩება - გაეყიდა თუ არა კომპანიას რეკლამირებული პროდუქტი. ეს უნდა იყოს რეკლამის მთავარი შედეგი. ასევე სხვა თემაა, რამდენად ესთეტიკურია ეს რეკლამა.
რაც შეეხება სამ მუშკეტერს, აქ სერიოზული პრეტენზიები მაქვს, როგორც ქართველს, მომხმარებელსა და პროფესიონალს. მაინტერესებს, ქართულ ლიტერატურში პერსონაჟები დაილია? რატომ მაინცდამაინც სამი მუშკეტერი? არ გვყავს ჩვენი გმირი? მეორე შეცდომა - სამი მუშკეტერი დ"არტანიანის გარეშე წარმოუდგენელია. ამ ნაწარმოების მთავარი გმირი კი არსად ჩანს და ეს რანაირი `სამი მუშკეტერია~?
- დ"არტანიანად მომხმარებელია წარმოჩენილი, რომელსაც სამი მუშკეტერი ეხმარება.
- თუ ასეა, ე.ი. ნაწარმოები დიდი ხნის წინ აქვთ წაკითხული და არ ახსოვთ, რომ დ"არტანიანის გარშემო ერთიანდებიან მუშკეტერები და მის დაკრულზე ცეკვავენ და არა პირიქით. ის სამ მუშკეტერს იქით ეხმარება. პლუს ამას, ახალ თაობას, მათ შორის, ჩემს სტუდენტებს, არ აქვთ წაკითხული ეს ნაწარმოები. არ იციან ამ პერსონაჟების შესახებ არაფერი. ეს, რა თქმა უნდა, კარგი არ არის, მაგრამ რა სეგმენტზეა გათვლილი ზემოხსენებული რეკლამა? თუკი ახალ თაობაზე, ის ვერ იმუშავებს, რადგან ამ პერსონაჟებს, უბრალოდ, არ იცნობენ. თუ უფროს თაობაზე, ეს შესაძლოა, უფრო გასაგები იყოს.
- სექსის თემა რატომ არის სამ მუშკეტერშიც და რექსშიც? რადგან კარგად იყიდება?
- შეიძლება, ამაზე ვიხალისოთ კიდეც, მაგრამ არა მგონია, სასაცილოდ გვქონდეს საქმე. რეკლამას ბევრი ფუნქცია აკისრია, მათ შორის ისიც, რომ მასკულტურის განუყოფელი ნაწილია. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ეს ეთიკის ფარგლებში ექცეოდეს. საქართველოში ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები არ არის მომძლავრებული და შესაბამისად, არ ვიცი, მათ რა მოსაზრება აქვთ რექსის რეკლამის შესახებ. თანაც, თუკი უცხოეთში შინაური ცხოველის თემა კარგად მუშაობს, საქართველოში ასე არ არის. მაგალითად, პოლიტიკაში ეს თემა არ მუშაობს. საზოგადოება არ ფიქრობს, რომ თუკი პოლიტიკოსს შინაური ცხოველი ჰყავს, ის ამის გამო კარგი ადამიანია.
- სამი მუშკეტერის რეკლამა პიცერიამაც გადაიღო და თავისებურად გააკეთა. ეს მისაღებია?
- ამ ბანკს ზოგადად არ უნდა უკვირდეს რეკლამის გადატანა, რადგან თავად აქვს ერთი ლამაზი რეკლამა უცხოურიდან გადმოტანილი - ვგულისხმობ, როცა ადამიანები ვიტრინაში საკუთარ ახდენილ ოცნებებს უყურებენ. ეს უცხოური რეკლამაა, კონკრეტული პროდუქტის წარმოსაჩენად გადაიღეს ადამიანები, რომლებიც ვიტრინაში საკუთარ ბავშვობას უყურებდნენ. რეკლამის კანონი საქართველოში დაუხვეწავია, შესაბამისად, ამგვარი ქცევის თავიდან აცილება შეუძლებელია. როცა ასეთი დიდი კომპანიები თავს ბევრის უფლებას აძლევენ, შემდეგ სხვებიც იმავენაირად იქცევიან.

ნინო მურღულია
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
ნია
სამი მუშკეტერი მარაზმია, საწოლში რომ ადგებიან იმ ტიპს. ჯიპია-ს მარკეტინგის უფროსს კი მინდა ვუთხრა - ძაღლთან გენეტიკურად ახლოს დედამისია :) ძაღლები ძალიან მიყვარს, მაგრამ ეს ფრაზა შეურაცხმყოფელია. რამდენიმე წლის წინაც მოგვაყენა ქალებს შეურაცხყოფა მაგათმა მარკეტინგმა. შედეგად, მე პირადად მაგ კომპანიის მიერ შემოთავაზებულ სადაზღვევო პაკეტებზე უარი ვთქვი.
13:46 / 12-12-2013
გამოხმაურება / 0 /
კოკო
ვეთანხმები იანას მეც მაგთი-სატის რეკლამები მომწონს და ვხალისობ ძალიან, ჩვენია ახლოსარის ქართულ იუმორთან და მენტალიტეტთან და არა ვიღაცის ორგიებში მონაწილეობა გარყვნილობა (ვულგარობა)რასიზავ ზოგს ევროკავშირი მასე ესმის კარადაში....
11:57 / 10-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ხატიკო
ამას იქით ვერ წავიდა ქართველების გონება გონიათ რომ თანამედროვეები არიან არადა საბრალო უბადრუკი და უზრდელი ხალხია
01:13 / 10-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ვანო
საქმე იმაშია რომ სადაზღვევო ბიზნესი არის აგებული ხალხის მოტყუებაზე, ჩემი აზრით ეს ბინძური საქმეა რადგან ამ სადაზღვევო კომპანიებს გაჭირვებული ხალხის ჯიბეში აკვთ ხელი ჩაყოპილი და წურბელებივიტ წოვენ რომ თავიანთი ბიზნეს გარემო გაიუმჯობესონ!ის ძვირად ღირებული რეკლამაც იმ ის თანხაა რომელიც ვიგაც გაჭირვებულს არ გადაუხადეს, რაც შეეხება რეკლამის დონეს სულაც არ არის გასაკვირი ბინძური საქმის მკეთებელს რეკლამაც ბინძური სჭირდება აბა ნორმალურ ადამიანს რატომ უნდა მოგივიდეს თავში წყვილთან ძაგლის დაწოლა საწოლში ან კარადიდან გამოსული ორგიის მოყვარული პიტალოები !
16:18 / 09-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ამადეუსი
მძულს ეს რეკლამა და სამი მუშკეტერი საერთოს შემეზიზღა
13:59 / 09-12-2013
გამოხმაურება / 0 /
იანა
მე მგონი ყველაზე ქართულ და სახალისო რეკლამას მაგთი სატი აკეთებს.არავის გაღიზიანებას არ იწვევს,იმიტომ,რომ ჩვენია,მამაპაპური.
12:07 / 09-12-2013
გამოხმაურება / 0 /
თეოო
ვერ ვიტან ამ რეკლამას!!!
20:01 / 08-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS