02 აგვისტო, 2017
ნატა გულიაშვილი ქმარს დაშორდა
ნატა გულიაშვილის გარშემო სკანდალები არ წყდება. ბოლო დროს თბილისში, მისი და მსახიობ გიორგი ყიფშიძის რომანის შესახებ ალაპარაკდნენ, ჭორების გამტკიცებას ხელი ცოტა ხნის წინ, თავად ნატა გულიაშვილმაც შეუწყო. მან "ფეისბუქზე" გიორგი ყიფშიძესთან ერთად გადაღებული პიკანტური ფოტოები გამოაქვეყნა. "რეიტინგისთვის" მიცემულ ინტერვიუში ნატამ გიორგი ყიფშიძესთან რომანი უარყო.

"რეიტინგმა" ასევე გაარკვია, რომ მსახიობი ქმარს დაშორდა, მისი ყოფილი მეუღლე ამჯერად ბულგარეთში ისვენებს.

- ნატა, მეუღლეს მართლა დაშორდით?

- კი, ჩვენ სამი თვეა ერთად აღარ ვართ. "ეცეკვე ვარსკვლავის" სკანდალის შემდეგ არაერთხელ
ვცადეთ ურთიერთობის დალაგება,
მაგრამ არ გამოგვივიდა, მინდოდა ოჯახის გადარჩენა და ეს არ მოხერხდა. სამი თვეა ერთად აღარ ვართ.

- ამბობენ, რომ გიორგი ყიფშიძის გამო დაინგრა თქვენი ოჯახი...

- რა სისულელეა. ჩემი ოჯახი "იმედის" გადაცემას შეეწირა და ახლა დამოუკიდებლად ვაგრძელებ ცხოვრებას. ჩვენი დაშორების მიზეზი გიორგი ყიფშიძე არ არის.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS